ამ პოსტში გვინდა წარმოგიდგინოთ დაბალბიუჯეტიანი, მაგრამ დახვეწილი დიზაინის მაგალითი.
ეს პატარა სახლი ძალიან შორსაა ფუფუნებისაგან, თუმცა მისი ყოველი კუთხე დიდი სიყვარულით და ფანტაზიითაა მოწყობილი.

სახლში არაფერია ზედმეტი და გადაჭარბებული – დეტალები ბევრია, თუმცა ყველაფერი ჰარმონიულად არის შეხამებული.

ინტერიერის დიზაინში ერთმანეთთანაა შერწყმული ქანთრი და სკანდინავიური სტილი. ოთახებში ნათელი ფერები ჭარბობს – თეთრ კედლებსა და ჭერს კარგად ეხამება დაუმუშავებელი ხის ხარიხები. ავეჯის უმეტესი ნაწილიც ხის ან ხისფერი დეტალებითაა დეკორირებული.
















0 კომენტარი:
Post a Comment