hi

Loading...

Friday, December 12, 2014

კოტეჯი ტბის პირას

1ეს ხის კოტეჯი პოლონეთში იმისთვის აშენდა, რომ მის მფლობელს ქალაქის სტრესული გარემოსგან განმარტოებით დაესვენა და წყნარ, მშვიდ გარემოში გაეტარებინა შვებულება.
ტბის პირას განლაგებული კოტეჯი უახლოესი დასახლებისაგან რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული.  მისი ინტერიერი, ისევე როგორც ექსტერიერი, უპრეტენზიო სოფლურ სტილშია მოწყობილი და მოსაპირკეთებლად მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალაა გამოყენებული. ხის იატაკს, ჭერს და კედლებს აგურის დეტალები ეხამება. 
ინტერიერის დომინანტი ფერებია თეთრი და კრემისფერი, რომლებსაც კარგად ეხამება ხის ავეჯი.  სახლს აქვს დიდი პანორამული ჯანჯრები, ასევე ფართო ტერასა, რომელიც ზაფხულობით სასახილო ოთახის ფუნქციას ასრულებს. 


2345678910111213141516

0 კომენტარი:

Post a Comment