hi

Loading...

Monday, December 8, 2014

პრივატული შალე შვეიცარიის ალპებში

შალე Hidden Dragon შვეიცარიის ალპებში, დიდი და ხმაურიანი საკურორტო ზონიდან მოშორებით, შუა ტყეში მდებარეობს.
1
განმარტოებული მდებარეობა სპეციალურად შეირჩა – შალეს მფლობელებს მშვიდი დასვენებისთვის აუცილებელი გარემოსა და პრივატული ატმოსფეროს შექმნა სჭირდებოდათ.
შალე აშენებულია უზარმაზარ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილიც წიწვოვანი ტყით არის დაფარული. შენობამდე ულამაზესი გზა მიდის, რომელიც ასევე კერძო საკუთრებაა.  
ინტერიერი შვეიცარიული შალეს ტრადიციებს შეესაბამება – მუქი ფერის კედლებით და დეტალებით, ხის სვეტებით და ვინტაჟური დეკორის ნივთებით. 
2
შალეს ფანჯრებიდან, აივნებიდან და ვერანდებიდან მთების საოცარი ხედები იშლება. აქ ნამდვილად შესაძლებელია ქალაქის სტრესული გარემოსგან სრულად მოწყვეტა, ბუნების სრულყოფილებით ტკბობა და სასიცოცხლო ენერგიით დატვირთვა. 
3
დაათვალიერეთ შვეიცარიული შალეს ფოტოები ჩვენს გალერეაში:


456789101112131415161718

0 კომენტარი:

Post a Comment