hi

Loading...

Friday, December 12, 2014

პერუ: ტიტიკაკას ტბის მცურავი კუნძულები

floating-islands-1მცურავი კუნძულები სინამდვილეში უროსის ტომის საცხოვრებლები – ტოტორებია, რომლებიც ლერწმისგან არის აგებული.


ტიტიკაკას ტბა პერუსა და ბოლივიის საზღვარზე, ზღვის დონიდან 3811 მეტრზეა მდებარეობს. ამის გამო ის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე არსებულ ისეთ ტბად მიიჩნევა, რომელშიც გემები მოძრაობენ. წყლის მოცულობის თვალსაზრისით კი ტიტიკაკა ყველაზე დიდი ტბაცაა მთელ სამხრეთ ამერიკაში.
14-floating-islandsქვეყანაში ჩასული ტურისტებისთვის ტიტიკაკას ტბის მცურავი კუნძულები ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ექსკურსია, ჩვეულებრივ, პატარა ქალაქ პუნოსთან იწყება, რომელიც ტბის გასწვრივაა განლაგებული.
თავიდან ასეთი კუნძულების არსებობა თავდაცვითი მოსაზრებით იყო განპირობებული – საფრთხის შემთხვევაში ტოტორებით გაცურვა და მტრისგან თავის დაღწევა შეიძლებოდა. ყველაზე დიდ მცურავ კუნძულზე ლერწმით გაკეთებული სახანძრო ანძაც კია შემორჩენილი.
6-floating-islandsთუმცა ახლა ტოტორების მთავარი დანიშნულება ტურისტების დაინტერესებაა.
ტოტორას დასამზადებლად აუცილებელი ლერწამი ტიტიკაკას ტბის ნაპირებზე იზრდება. გახმობის შემდეგ მას სამშენებლოდ იყენებენ, ძველი ლერწმის ადგილზე კი ახალი ამოდის.
ლერწმის კუნძულების ზედაპირი საკმაოდ მყიფეა. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ცურვის დროს ერთი არასწორი მოძრაობა და ლერწმის მთელი კონსტრუქცია დაიმსხვრევა. თუმცა ეს ასე არ არის – კუნძულები ძალიან მყარია და დიდ დატვირთვასაც უძლებს.
5-floating-islandsუროსის ტომელები ლერწამს არა მხოლოდ მცურავი კუნძულების ასაშენებლად, არამედ საკვებად და სამკურნალოდაც იყენებენ. ლერწმისგან აქ ამზადებენ ჩაის, რომელსაც ნაბახუსევზე მიირთმევენ. ასევე ამზადებენ ლერწმის წვნიანსაც.
9-floating-islandsთუმცა შემოსავლის მთავარი წყარო  თევზჭერა და ტურიზმია. სუვენირების ჯიხურები პირდაპირ მცურავ კუნძულებზეა მოწყობილი და უნდა ითქვას, საკმაოდ კარგ მოგებასაც იძლევა – უროსების ცხოვრების წესის გასაცნობად ხომ უამრავი ტურისტი ჩადის.
12-floating-islandsგარდა ამისა, უროსები თოლიებზე, იხვებზე, ფლამინგოსა და სხვა ფრინველებზეც ნადირობენ. განსაკუთრებით დიდ კუნძულებზე მსხვილფეხა საქონელიც ყავთ.
კუნძულების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება საკმაოდ მძიმე შრომასთანაა დაკავშირებული, თუმცა შრომა მათი ცხოვრების განუყრელი ნაწილია. ტურიზმს, როგორც აღვნიშნეთ, კარგი შემოსავალი მოაქვს, რაც ხალხისთვის წამახალისებელი ფაქტორია.
ამჟამად უროსის ტომის 2 ათასზე ცოტა მეტი წარმომადგენელია შემორჩენილი და ისინი   არსად აპირებენ წასვლას, რადგან ტიტიკაკას ტბის ლერწმის კუნძულები მათი მშობლიური სახლია.
ტიტიკაკას კუნძულების კიდევ რამდენიმე ფოტო:
2-floating-islands3-floating-islands4-floating-islands7-floating-islands8-floating-islands10-floating-islands11-floating-islands13-floating-islands15-floating-islands

0 კომენტარი:

Post a Comment