hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

მწვანე სახლი საიგონში

Stackinggreen2ამ არაჩვეულებრივი, თანამედროვე სახლის ფასადი და სახურავი მცენარეებითაა დაფარული და მცხოვრებლებს მზის პირდაპირი სხივებისგან და ქუჩის ხმაურისგან იფარავს.


Stackinggreen1ბუნებრივი ვენტილაციის წყალობით ელექტროენერგია იზოგება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვიეტნამის ცხელი კლიმატის პირობებში.
Stackinggreen4Stackinggreen5მცენარეებით სავსე მრავალრიცხოვანი ტერასები სახლს წინა და უკანა მხრიდან აკრავს, გვერდები კი ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკებითაა ამოყვანილი. ერთი შეხედვით სახლი მრავალსართულიან კორპუსს წააგავს – მისი სიმაღლე 20 მეტრამდეა.
stacking-green-house-by-vo-trong-nghia-co_616სახლი მიწის საკმაოდ მცირე ნაკვეთს იკავებს – ხოლო თითოეული სართულის ფართობი 4მ/4მ-ზეა. სახლების მშენებლობის მსგავსი სტრუქტურა (RC frame structure) ფართოდ გამოიყენება ვიეტნამში.
სახლი Vo Trong Nghia Co. ltd-ს არქიტექტორებმა ვო თრონგ ნგიამ (Vo Trong Nghia), დეისიუკ სანუკიმ (Daisuke Sanuki) და სუნრი ნისიზავამ (Shunri Nishizawa) 30 წლის წყვილისთვის დააპროექტეს.
პლანტაციებს შორის მანძილი 10-დან 16 დუიმამდეა, მცენარეების საჭირო დროს მორწყვას ავტომატური საირიგაციო მილები უზრუნველყოფს, ასე რომ, სახლისმფლობელებს მათი მოვლისთვის განსაკუთრებული შრომა არ სჭირდებათ.
Stackinggreen12დაათვალიერეთ მწვანე სახლის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:
green-2green-3green-4green-5green-6green-7green-8Stackinggreen6Stackinggreen11

0 კომენტარი:

Post a Comment