hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი III

1-Hacienda-de-San-Rafael-2


სასტუმრო Hacienda de San Rafael, სევილია, ესპანეთი
XVIII საუკუნეში აშენებული ეს ოტელი ქალაქ სევილიასა და ხერესს შორის, სოფლურ გარემოშია განლაგებული. როგორც დამსვენებლები ამბობენ, აქედან მზის ჩასვლის ცქერას არაფერი სჯობს.
1-Hacienda-de-San-Rafael-Patioსაუზმისა და ვახშმის მირთმევა ღია ცის ქვეშ, სასტუმროს შიდა ეზოში, რომანტიკულ რესტორანში შეიძლება, დანარჩენი დრო კი სამიდან ერთ-ერთ ულამაზეს აუზში ნებივრობას შეგიძლიათ დაუთმოთ.
1-Hacienda-de-San-Rafael-1ერთი ღამის გათევის ფასი სასტუმროში 250 ევროა.
სასტუმრო Locanda San Vigilio, ტბა გარდა, იტალია
ეს ლამაზი ვილა იტალიის ყველაზე დიდ ტბასთან მდებარეობს.
2-Locanda-San-Vigilio2აქ ულამაზესი პეიზაჟებია, რომლებიც ბოლო 500 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ შეცვლილა.
2-Locanda-San-Vigilioღამის გათევა Locanda San Vigilio-ში 270 ევრო ჯდება.
2-Locanda-San-Vigilio1
დასასვენებელი კომპლექსი The Village at Lyons, ირლანდია
The Village at Lyons არის უნიკალური კომპლექსი რესტორნებითა და მაღაზიებით. მისი ინტერიერი XVII საუკუნის სტილშია გაკეთებული.
romantichotelsfriday11-lyonsაქ დასვენება საინტერესო და სასიამოვნო იქნება მტრედების მოყვერულებისთვის, რადგან კომპლექსში უზარმაზარი სამტრედეც შედის.
სასტუმროში ხშირად იმართება სხვადასხვა წვეულება. სოფლის პეიზაჟები და ძველებური შენობები სტრესით სავსე რეალობისგან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა.
3-The-Village-at-Lyons3-The-Village-at-Lyons2წაიკითხეთ ასევე ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროების შესახებ პოსტისპირველი და მეორე ნაწილები.

0 კომენტარი:

Post a Comment