hi

Loading...

Friday, December 12, 2014

გადარჩენა აპოკალიფსისას: მდიდრული ბუნკერები

luxurylshelterfriday
მოთხოვნა მაღალ დონეზე მოწყობილ ბუნკერებზე, რომელიც ადამიანს საჭიროების დროს სხვადასხვა კატაკლიზმისგან დაიცავს, 2011 წელს 20-დან 100%–მდე გაიზარდა – ბოლოს და ბოლოს, თავის გადარჩენა კომფორტულადაც შეიძლება.


6luxurylshelterfriday
ბოლო დროს გახშირებულმა მიწისძვრებმა, ცუნამიმ, ხანძრებმა, წყალდიდობებმა და იაპონიის ატომურ რეაქტორთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ბევრი საკუთარ უსაფრთხოებაზე ჩააფიქრა.
7luxurylshelterfriday
„გაყიდვების რაოდენობა არანორმალურად გაიზარდა და ახლა ჩვენ დიდი გაჭირვებით ვახერხებთ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, – ამბობს ქევინ თომფსონი, ამერიკული კომპანია Northwest Shelter Systems-ის მფლობელი, რომელიც კერძო თავშესაფრებს აწარმოებს და ამონტაჟებს. კომპანიის მიერ შექმნილი თავშესაფრების ფასი 200 ათასი დოლარიდან იწყება და 20 მილიონს აღწევს.
8luxurylshelterfriday
მათი კონკურენტი კომპანიის Northwest Shelter Systems Vivos Sells Rooms ფასები 25 ათასი დოლარიდან იწყება. ის კლიენტებს 200 კაციანი თავშესაფრების მშენებლობას სთავაზობს, რადგან მოთხოვნა ასეთი ტიპის კონსტრუქციებზეც გაიზარდა.
5luxurylshelterfriday
კომპანიის პრეზიდენტის რობერტ ვიჩინოს თქმით, ხალხი ბოლო დროს მომხდარი სტიქიური უბედურებების შემდეგ შეშინდა.
კომპანიის მიერ ნებრასკაში აშენებული ერთ-ერთი ბუნკერი მეტისმეტად მდიდრულად გამოიყურება. დაახლოებით 13 ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულია სამედიცინო ცენტრი, სამზარეულოები, სალოცავი ოთახი, კომპიუტერების დარბაზი, ბილიარდის მაგიდები, ციხის თავისებური ანალოგი და სრულად დაკომპლექტებული ღვინის სარდაფიც კი. ასეთ ბუნკერში ცხოვრებას ერთი წლის განმავლობაში 950 ადამიანი შეძლებს.
4luxurylshelterfridayvivosnebrasca
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში მაღალი კლასის თავშესაფრები პოპულარობით უკვე დიდი ხანია სარგებლობს. ბუნკერებში ადგილები კარგა ხანია იყიდება და მათი ფასი 50 ათასიდან 5 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
Wikileaks–ის ყოფილი სათავო ოფისი და მონაცემთა ბაზაც შვედეთის დედაქალაქის, სტოკჰოლმის ყოფილ ატომურ ბუნკერში იყო მოწყობილი.
დასავლეთში მასშტაბური კატასტროფებისგან თავდასაცავ ბუნკერებს სახლებშიც ამონტაჟებენ. მაგალითად, 2009 წელს დიდ ბრიტანეთში გასაყიდად იყო გამოტანილი სახლი Goldenhill (12 მლნ.), რომელსაც 15 ადამიანზე გათვლილი ბუნკერი აქვს. ბუნკერში, რომელსაც რადიაციის გაზრდილი დონისგან დამცავი კედლები აქვს, რამდენიმე საძინებელი ოთახი, სააბაზანო და სამზარეულოა.
2goldenhillshelterfriday1goldenhillshelterfriday

0 კომენტარი:

Post a Comment