hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ლამაზი სახლი ესპანეთის ჩრდილოეთში

1ამ ულამაზესი სახლის მფლობელები მარტა და მიგელი ახალგაზრდობიდანვე ოცნებობდნენ პატარა საკურორტო სახლზე.
თუმცა ადრეულ ასაკში, როცა ოცნებების მასშტაბი მნიშვნელოვნად აჭარბებს მათი მიღწევის შანსებს, სურვილი განუხორციელებელი დარჩა.
წყვილს მრავალი წლის განმავლობაში ლოდინი მოუხდა – მათ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოახერხეს ესპანეთის ჩრდილოეთში კანტაბრიას რეგიონში ძველისძველი მიტოვებული სახლის ყიდვა.
ადგილობრივი დიზაინერების დახმარებით მარტამ და მიგელმა სახლის დიზაინის პროექტი შეიმუშავეს და ძველისძველი  შენობა ულამაზეს საცხოვრებლად გადააქციეს თავიანთი დიდი ოჯახისთვის.
სახლის განახლების პროცესში ოჯახმა უპირატესობა ნატურალური მასალას – ხესა და ქვას მიანიჭა. ინტერიერში ყველაზე საინტერესო დეკორის ელემენტებია, რომელიც ნაზ ფერებშია გადაწყვეტილი და დიდი გემოვნებითაა შეხამებული.
7დაათვალიერეთ ამ ულამაზესი სახლის დანარჩენი ფოტოები ;)


23456812111091314171516

0 კომენტარი:

Post a Comment