hi

Loading...

Friday, December 12, 2014

მაიმუნების ხიდი

ეს ლამაზი ინსტალაცია ჩეშირის საგრაფოში (ინგლისი) – თათონ-პარკშია დამონტაჟებული. კონსტრუქციის ავტორი ფრანგი მხატვარი ოლივიე გროსეტეტია (Olivier Grossetêt).
ინსტალაცია პარკის იაპონურ ბაღში მდებარეობს და Pont de Singe (მაიმუნების ხიდი) ჰქვია.
1
“ტბაზე მოფარფატე ხიდი” სამ უზარმაზარ თეთრ საჰაერო ბურთზეა დამაგრებული. კონსტრუქცია ძალიან მყიფეა, ამიტომ ხიდზე ასვლა აკრძალულია. ამასთან, ხიდი შუა ტბაშია ჩადგმული, რომ პარკში მოსულ სტუმრებს მასზე გასეირნების სურვილი არ გაუჩნდეთ.
2
ჰელიუმით სავსე ბურთებზე დამაგრებული ხიდების იდეაზე მუშაობა ოლივიე გროსეტეტმა 2007 წელს  დაიწყო.  ექსპერიმენტი საფრანგეთში განხორციელდა, თუმცა გროსეტეტის პირველი ინსტალაცია არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც თათონ-პარკის საჰაერო ხიდის პროექტი. “მაიმუნების ხიდი” ბევრად უფრო დახვეწილი და საინტერესო გამოდგა. Pont-de-singe-4ზოგადად თათონ-პარკი ცნობილია თავისი ინიციატივებით. აქ ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საინტერესო ფესტივალი, რომელთაგანაც ყველაზე გამორჩეული ყვავილების შოუა. შოუზე დასასწრებად და ყვავილების შესაძენად ჩეშირში უამრავი ქვეყნიდან ჩასული ტურისტები იყრიან თავს.  tatton-park-7
თათონ-პარკის წლევანდელი ყვავილების შოუ 25-28 ივლისს გაიმართება.
tatton-park-3
დაათვალიერეთ თათონ-პარკის ყვავილების შოუსა და მაიმუნების ხიდის სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში.
tatton-park-2tatton-park-4RHS Flower Show at Tatton Park 2008 - flower bed - butterfly. Image shot 07/2008. Exact date unknown.tatton-park-6tatton-park-8
3456
About

0 კომენტარი:

Post a Comment