hi

Loading...

Monday, December 8, 2014

ლამაზი პენტჰაუსი იორკვილში

yorkville-penthouse-by-cecconi-simone-01
არქიტექტურულმა სტუდიამ Cecconi Simone იორკვილში (ტორონტო, კანადა) პენტჰაუსის ინტერიერის დიზაინის პროექტი დაასრულა, რომელიც ძირითადად ორ ფერში – თეთრსა და მუქ ყავისფერშია გადაწყვეტილი. ფერთა გამას ემატება ღია ნაცრისფერი, შავი და ნარინჯისფერი დეტალები. 
yorkville-penthouse-by-cecconi-simone-02ხის ელემენტები ამ მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილ ინტერიერს მყუდროებას ანიჭებს და არაჩვეულებრივად აბალანსებს. გარდა ამისა, ინტერიერის მოსაწყობად ძირითადად გამოყენებულია შუშა და მარმარილო (სამზარეულო და სააბაზანო ოთახებისათვის).
yorkville-penthouse-by-cecconi-simone-05
Cecconi Simone კანადაში საკმაოდ წარმატებულ არქიტექტურული სტუდიად მიიჩნევა. ის 1982 წელს  ტორონტოში დაფუძნდა და დღემდე ათობით სასტუმროს, საცხოვრებელი სახლისა თუ რესტორნის ინტერიერის დიზაინის პროექტი აქვს განხორციელებული კანადაში, აშშ-ში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, კატარში, იტალიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.
პენტჰაუსის დანარჩენი ფოტოები ჩვენს გალერეაში:
yorkville-penthouse-by-cecconi-simone-08yorkville-penthouse-by-cecconi-simone-04yorkville-penthouse-by-cecconi-simone-06yorkville-penthouse-by-cecconi-simone-07
About

0 კომენტარი:

Post a Comment