hi

Loading...

Friday, December 12, 2014

არაჩვეულებრივი ხის სახლი იელოუსტოუნში

1
იელოუსტოუნში (აშშ) მდებარე ამ მყუდრო სახლის არქიტექტორებისა და დიზაინერების წინაშე ორი ამოცანა იდგა – აეშენებინათ ეკოლოგიურად სუფთა და ამავე დროს უნიკალური ნაგებობა. პროექტის კონცეფციას თავად ადგილმდებარეობა კარნახობდა – ნატურალური ქვისა და ხისგან ნაგები შალე იდეალური ვარიანტი იყო.
საბოლოო ჯამში გადაწყდა აშენებულიყო ოთხი დამოუკიდებელი “მოდული”, რომლებიც ერთმანეთს ხის დახურული კორიდორებით უერთდება.
2
ოთხების უმეტესობას სახლში დიდი პანორამული ფანჯრები და აივნები აქვს, რის გამოც შენობაში მაქსიმალურად არის გამოყენებული დღის განათება. ფანჯრებიდან იელოუსტოუნის ნაციონალური პარკის ხედები იშლება.
სახლი შუასაუკუნეების დროინდელ ნაგებობას მოგვაგონებს. მასში დაცულობა, სიმყუდროვე და სითბო იგრძნობა.
ინტერიერის მოსაპირკეთებლად მთლიანად ნატურალური მასალა – ქვა და ხეა გამოყენებული, რომლებიც მინიმალურადაა დამუშავებული. ავეჯისა და ინტერიერის დეკორის ელემენტების უმეტესი ნაწილიც ხისაა.


34567891011121314151617181920

0 კომენტარი:

Post a Comment