hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

KIKUCHI POCKET PARK – ჯიბის პარკი

kikuchipocketparkfriday


იაპონელი არქიტექტორების პროექტი „ჯიბის პარკი“ ზომით ავტობუსის გაჩერებას არ აღემატება.
იაპონიის ქალაქ კიკუტის მინი პარკები თავისი ინფრასტრუქტურით არაფრით ჩამოუვარდება დიდი მეგაპოლისების გიგანტურ დასასვენებელ ზონებს: აქ არის სუფთა ჰაერიც, გამწვანებაც და ურბანული მოედნებიც. მაგრამ ტრადიციული პარკებისგან განსხვავებით, კიკუტის პარკები რამდენიმე ათეულ ჰექტარს არ იკავებს და ქალაქის ავტომაგისტრალების გასწვრივ, მცირე ტერიტორიებზეა განთავსებული.
5kikuchipocketparkfriday
ქალაქის ტერიტორიის სწრაფი ათვისების პირობებში არქიტექტორებს თავისუფალი სივრცის იდეალურად ოპტიმიზება მოუხდათ.
3kikuchipocketparkfriday
არქიტექტორებს Takao Shiotsuka Atelier-იდან უნდოდათ დაემტკიცებინათ, რომ თანამედროვე მეგაპოლისში ურბანული ზონის შესაქმნელად სულაც არაა საჭირო უზარმაზარი ტერიტორია. მასშტაბური სამუშაოების ნაცვლად ქალაქის ინფრასტრუქტურა წერტილოვან ოპერაციებს დაექვემდებარა. გამოვლინდა სამი ზონა, რომლებისთვისაც სპეციალურად შემუშავდა მომავალი ურბან-ტერიტორიების პროექტები.
3kikuchipocketparkfriday
„ჯიბის პარკების“ კოდური სახელწოდებებია А, В და С.
პარკი А ტრადიციული იაპონური ქვის ბაღის თანამედროვე ვარიანტია. ვიწრო ტერიტორიაზე ხეები არ დაეტია, თუმცა, წყლის პარკს სატყეო ზონის ირგვლივ განთავსებული ტრადიციული პარკებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა მაინც შეუძლია.
8kikuchipocketparkfriday
ყვავილებისა და ხეების ნაცვლად დამსვენებლების მოსაზიდად წყალი შეირჩა – სხვადასხვა ზომის სამი აუზი მართალია საბანაოდ არ გამოდგება, მაგრამ სიცხეში მათ ახლოს ჩამოჯდომა ან წყალში ფეხების ჩაყოფა ძალიან სასიამოვნოა.
4kikuchipocketparkfriday
პარკმა ბავშვებში დიდი პოპულარობა გახსნისთანავე მოიპოვა. პარკი А მუდამ სავსეა – ბავშვები აუზების ირგვლივ დარბიან და წუწაობენ.
მეორე მინი პარკი მთლიანად ტროტუარზე დაეტია. ლითონის მილების კედლები და რამდენიმე ხე პარკს  ქუჩის ხმაურისგან იცავს. ფაქტობრივად, ეს არის ავტობუსის გაჩერება და დასასვენებელი პარკი, ერთად აღებული.
6kikuchipocketparkfriday
ასეთი მინი პარკების უდავო უპირატესობა უსაფრთხო ტერიტორიაა სუფთა ჰაერით არა უბრალოდ ქალაქის ცენტრში, არამედ უკიდურესად დატვირთულ, ხმაურიან მაგისტრალებს შორის. დასასვენებლად არაა საჭირო ქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლა. ამავდროულად, ამგვარი ზონები იდეალურია ბავშვებისთვის – მიუხედავად გზასთან უშუალო სიახლოვისა, მინი პარკების ტერიტორია ავტომობილებისგან დაცულია.
2kikuchipocketparkfriday
ამ მომენტისთვის კიკუტიში მხოლოდ ორი მინი პარკის პროექტია განხორციელებული. პარკი С შემუშავების პროცესშია და, ჯერჯერობით, დეტალები არ ხმაურდება.
9kikuchipocketparkfriday

0 კომენტარი:

Post a Comment