hi

Loading...

Friday, December 12, 2014

სასტუმრო სახლის პროვოკაციული დიზაინი



სამხრეთ კორეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Moon Hoon ქალაქგარე სასტუმრო სახლის პროექტი წარმოადგინა.
7სასტუმრო სახლი ჯგუფ Rock It Suda-ს გიტარისტის დაკვეთით შეიქმნა, რომელსაც ამგვარი უცნაური შენობის აგების იდეა ესპანეთში მოგზაურობის შემდეგ გაუჩნდა.  
რეზიდენცია სამხრეთ კორეის პროვინცია კანვონდოს ერთ-ერთ სოფელში დამშრალი მდინარის ახლოს აშენდა. ის ექვსი თემატურად განსხვავებული ოთახი-სახლისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ტერასებით უკავშირდება. 
6ორიგინალურია ინტერიერიც. ასკეტური მოდერნიზმის სტილში გადაწყვეტილ თითოეულ ოთახს თავისი ფერი აქვს – თეთრი, ლურჯი, წითელი, ყვითელი და სხვ. სხვათა შორის, არქიტექტორებმა ჯერ ინტერიერის დიზაინი შეიმუშავეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგნენ ექსტერიერის პროექტზე მუშაობას.
15დაათვალიერეთ რეზიდენციის არაჩვეულებრივი ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში ;)
12345891011121314161718192021

0 კომენტარი:

Post a Comment