10:30 PM
ksovreli
ორდოსში (ავტონომიური რეგიონი შიდა მონღოლეთი, ჩინეთი) გაიხსნა ახალი მუზეუმი, რომელიც პეკინურმა სტუდიამ MAD architects-მა დააპროექტა.
ნიჟარის ფორმის მუზეუმის უნიკალური არქიტექტურის შენობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. უდაბნოში, პატარა გორაკზე აგებული მუზეუმი გარედან ლითონის სარტყელებით არის დაფარული. ტალღისებური ზედაპირი მას ამინდის ცვალებადობისგან იცავს, ხოლო ბუნებრივი ვენტილაცია „ნიჟარის“ სარტყელებს შორის დატოვებული ცარიელი სივრცით არის უზრუნველყოფილი.
ფასადის მეორე საინტერესო დეტალი შუშის სახურავია, რომელიც დეკორატიული მოსაზრებების გარდა, პრაქტიკულ დატვირთვასაც ატარებს და შენობას ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.
მუზეუმის შიგნით ლაბირინთის მსგავსად არის აგებული და სექციები ერთმანეთს ხიდებით უკავშირდება.
ორდოსის მუზეუმის მშენებლობა ქალაქის მუნიციპალიტეტმა MAD architects-ს 2005 წელს დაუკვეთა და მშენებლობის მთელი პროცესიც დააფინანსა.
ორდოსის მუზეუმამდე MAD architects-ს უამრავი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა Absolute Towers – Mississauga-ში 2006 წელს. ამ და სხვა პროექტებისთვის სტუდიას ათობით საერთაშორისო არქიტექტურული პრემია აქვს მიღებული და ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კომპანიადაც მიიჩნევა.
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment