ამ არაჩვეულებრივად მყუდრო და კომფორტული სახლის ინტერიერი საათობით შეიძლება ათვალიერო – აქ არის უამრავი საინტერესო და ორიგინალური დეტალი, რომლებიც სახლს სიმყუდროვეს და ორიგინალურობას ანიჭებს.

ამ მინიმალისტური ინტერიერის მშვენება უდავოდ დაუმუშავებელი ხის დეტალებია, რომლებიც კარგად ეხამება თანამედროვე ელემენტებს. აქცენტია გაკეთებული ფერთა კონტრასტზეც – ხისფერს და თეთრს ლურჯი დეტალი ეხამება, შავს და თეთრს – ყვითელი და სხვ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აქ თითოეულ ოთახს თავისი ფერთა გამა ქვს, საერთო სტილი ყველგან დაცულია.
ამ ფონზე ჰარმონიულად ჯდება არაჩვეულებრივი შუშის დერეფანი, რომელიც სამზარეულოს თავზეა მოწყობილი.





























































0 კომენტარი:
Post a Comment