hi

Loading...

Friday, December 12, 2014

პატარა სახლების უპირატესობა

Tiny Homes: Simple Shelter -ასე ჰქვია ლოიდ ქანის (Lloyd Kahn) წიგნს, რომელიც პატარა სახლების  უპირატესობებსა და მშენებლობის ინსტრუქციებს ეხება.


4tinyhomesloydkhanfridayწიგნში წარმოდგენილია 150-ზე მეტი პატარა სახლის 1300-მდე ფოტო, რომლებიც ადამიანებმა თავად, პროფესიონალების დახმარების გარეშე ააგეს.
tinyhomesloydkhanfridayზოგიერთი სახლი ჩვეულებრივ, მიწაზეა აშენებული, ზოგი წყალზე, გზაზე, ხეებზეც კი. სახლების ნაწილი მობილურია – ბორბლებზე დგას. წიგნში ასევე დაწვრილებითაა აღწერილი სტუდიის ტიპის სახლების, საუნას, პატარა სათბურების მშენებლობის პროცესიც.
3tinyhomesloydkhanfridayავტორის თქმით, ეკონომიკურმა დაღმასვლამ და კრიზისული სიტუაციების გახშირებამ ადამიანებს გამოსავლის მოძებნა აიძულა – ბევრი უარს ამბობს ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენასა და მთელი სიცოცხლე ბანკის ვალების ხდაზე. ასეთ მდგომარეობაში კი პატარა, მობილური სახლი საუკეთესო გამოსავალია.
5tinyhomesloydkhanfriday„წიგნში მოთხრობილია უამრავი დიზაინერის, არქიტექტორის, არტისტის თუ წყალგაყვანილობის ოსტატის ისტორია, რომლებმაც საკუთარ ხელში აიღეს ინიციატივა – თავად აიშენეს სახლი და, ამგვარად, გაუთავებელი ვალებისგან დაიხსნეს თავი“, – ამბობს ლოიდ ქანი.
1tinyhomesloydkhanfridayწიგნი 224-გვერდიანია და გამოცემულია ინგლისურ ენაზე. გამომცემელი: Shelter Publications. გამოცემის თარიღი: 24 იანვარი, 2012 წელი.
7tinyhomesloydkhanfriday
წიგნის ყიდვა შეიძლება აქ.
6tinyhomesloydkhanfriday8tinyhomesloydkhanfriday2tinyhomesloydkhanfriday

0 კომენტარი:

Post a Comment