hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ტირტა განგა – სასახლე წყალზე

ტირტა განგა – სასახლე წყალზე

tirtaganggawatergardenfridayსიტყვასიტყვით ტირტა განგა ნიშნავს „წყალი განგიდან“. ამ სახელით ბალიზე 1946 წელს მეფე კარანჰასემის ბრძანებით წყალზე აგებულ სასახლეს მოიხსენიებენ.
3tirtaganggawatergardenfridayეს სახელწოდება არა მხოლოდ სასახლეს, არამედ მთელ მიმდებარე ტერიტორიას ჰქვია, ახლომდებარე ულამაზესი სოფლების ჩათვლით.
9tirtaganggawatergardenfridayტურისტული თვალსაზრისით ტირტა განგა ბალიზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მის დასათვალიერებლად ახლომდებარე კურორტებიდან – ამედიდან და კანდიდასიდან უამრავი ხალხი ჩადის.
10tirtaganggawatergardenfridayტირტა განგას მიმართულებით  სპეციალურად ტურისტებისთვის განკუთვნილი რამდენიმე ავტობუსი მოძრაობს, ამიტომ იქამდე მიღწევა პრობლემას არავისთვის წარმოადგენს.
4tirtaganggawatergardenfridayადგილი ძალიან კარგადაა მომზადებული ტურისტებისთვის – გაყვანილია მრავალკილომეტრიანი გზები და ბილიკები, რომლებზე სეირნობისას შეიძლება თავად გამოიკვლიო ტირტა განგას ღირშესანიშნაობები: სასახლე წყალზე, არაჩვეულებრივი ლაბირინთი აუზებითა და შადრევნებით, უამრავი ქანდაკებითა და დეკორატიული ფიგურით გაფორმებული უზარმაზარი ბაღი.
8tirtaganggawatergardenfridayტირტა განგაში ნამდვილი სამეფო ატმოსფეროა. კომპლექსის სიამაყე 11 იარუსიანი შადრევანია. კომპლექსის მრავალრიცხოვან აუზებში ბანაობაც შეიძლება, თუმცა, ეს სიამოვნება ფასიანია და 20 ათასი რუპია ღირს.
2tirtaganggawatergardenfridayტირტა განგას კომპლექსი, რომელიც 1946 წელს ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენდა. 1963 წელს პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ვულკან აგუნგის ამოფრქვევის შედეგად. თუმცა მოგვიანებით ის აღადგინეს და ფაქტობრივად სრულყოფილად დაუბრუნეს ძველებური იერსახე.
7tirtaganggawatergardenfriday
6tirtaganggawatergardenfriday
1tirtaganggawatergardenfriday5tirtaganggawatergardenfriday

0 კომენტარი:

Post a Comment