hi

Loading...

Friday, December 12, 2014

გიტარის ფორმის აუზი

guitar-pool-1ახირებული კლიენტის შეკვეთა – არაჩვეულებრივი აუზის პროექტი, რომელსაც გიტარის ფორმა აქვს, ნამდვილი გამოწვევა იყო კანადური კომპანიისთვის Aqua-Tech Company.


მათი კლიენტი, გიტარების გადარეული კოლექციონერი კომპანიაში სულ სხვა მიზნით მივიდა – მას მხოლოდ ჯაკუზის შეძენა სურდა.
თუმცა მოულოდნელად აზრი შეიცვალა და დაინტერესდა, შეძლებდნენ თუ არა ერთი მეტად საინტერესო იდეის განხორციელებას.
guitar-pool-6იდეა კი კლიენტის სახლის უკანა ეზოში გიტარის ფორმის აუზის მოწყობა იყო, რომლის კონსტრუქციასაც ინსტრუმენტის ყველა დეტალის ეფექტი უნდა შეექმნა.
guitar-pool-2ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ამ გამოწვევას Aqua-Tech Company-მ ღირსეულად უპასუხა.
guitar-pool-4guitar-pool-5კრეატიული აუზის სიგრძე 19 მეტრია, მასში ჩასასვლელად ორი კიბეა კონსტრუირებული და ზუსტად იმეორებს გიტარის ფორმას. კოლექციონერისთვის კი აუზი მის პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად ერთ-ერთი ექსპონატის ფუნქციასაც ასრულებს.
არაჩვეულებრივი აუზის კიდევ ორი ფოტო:
guitar-pool-3guitar-pool-7

0 კომენტარი:

Post a Comment