10:42 AM
ksovreli
მალდივებზე, სადაც უამრავი არაჩვეულებრივი კურორტი, ვილა და სასტუმროა, ვილა Ayada Maldives ყურადღებას თავისი განსაკუთრებული სილამაზითა და კომფორტულობით იქცევს.

როგორც მალდივების სასტუმროების უმრავლესობა, Ayada Maldives-იც წყალზეა განთავსებული. ბუნგალოების აივნებიდან და ვერანდებიდან ოკეანის ულამაზესი ხედი იშლება. ზოგიერთი მათგანის იატაკი გამჭვირვალეა, რაც წყალქვეშა სამყაროზე დაკვირვების საშუალებასაც იძლევა.

ვილა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და ინტერიერისა თუ ექსტერიერის თანამედროვე, ულამაზესი დიზაინით გამოირჩევა.
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment