hi

Loading...

Friday, December 12, 2014

იტალია: სასტუმრო გამოქვაბულში

იტალიაში უამრავი საინტერესო და უცნაური არქიტექტურის სასტუმროს ნახვა შეიძლება, მაგრამ გამოქვაბულში მოწყობილი Sextantio Le Grotte della Civita მაინც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.


ita1დღეისთვის გამოქვაბულებში მდებარე სასტუმროები დიდი იშვიათობა აღარ არის, მაგრამ მათი უმეტესობა ხელოვნურადაა შექმნილი. 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Sextantio Le Grotte della Civita კი იმითაა გამორჩეული, რომ ის ფაქტობრივად ჩაშენებულია ბუნებრივ წინაისტორიულ გამოქვაბულში.
8Sextantio Le Grotte della Civita იტალიის სამხრეთით, ძველ ქალაქ Sassi di Matera–ში მდებარეობს. სასტუმროს 18 ნომერი სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იღებს. ერთი ღამის გათევის ფასი 100-დან 700 ევრომდე მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სეზონზე ეწვევით სასტუმროს.
გამოქვაბულ-სასტუმროში ცხოვრება ყველაზე ძვირი ზაფხულში ჯდება, თუმცა, Sextantio Le Grotte della Civita ნებისმიერ სეზონზე მშვენიერი დასასვენებელი ადგილია.
შეუძლებელია ვინმეს დაავიწყდეს ასეთ მშვიდ და არაჩვეულებრივ გარემოში გატარებული დღეები. Sextantio Le Grotte della Civita-ს ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები.
bolo
ita15
1 (1)
2
8
11
ita1
ita3
ita4
ita10

0 კომენტარი:

Post a Comment