10:49 AM
ksovreli
უცნაური, ფუტურისტული რესტორანი „ტროლების კედელი“ ნორვეგიის მთებში მდებარეობს და საოცრად ეხამება იქაურ ულამაზეს გარემოს.
Reiulf Ramstad Arkitekter-ის გუნდისა და ადგილობრივი მცხოვრებლების წყალობით, ტურისტებს მთაზე გამოკიდებულ უნიკალურ რესტორანში სადილობის შესაძლებლობა ეძლევათ. ეს არაჩვეულებრივი არქიტექტურული ქმნილება 7600 ფუტ ტერიტორიას იკავებს და ტურისტებზე ჰიპნოზივით მოქმედებს.
რესტორნის კედლები მთლიანად შუშისგანაა გაკეთებული – მათზე ძალიან ლამაზად ირეკლება მზის სხივები და შენობას უხილავად აქცევს, ასევე ინტერიერის კარგ განათებასაც უწყობს ხელს.
დიდი ხანია არაა, რაც პროექტის განხორციელება დასრულდა და ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის.
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment