hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ჰობიტების ქალაქი ახალ ზელანდიაში

hob 3ახალი ზელანდია, ქალაქ მათამათას შორიახლოს მდებარე ცხვრის ფერმა – ადგილი, სადაც „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ნაწილი გადაიღეს.


hob 10ჰობიტონი ჩვეულებრივი ცხვრის ფერმის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, პატარა ქალაქ მათამათადან (Matamata) 20 წუთის სავალზე მდებარეობს. „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა ფილმის გადასაღები ადგილის ძებნისას ახალ ზელანდიასაც გადაუფრინა. როდესაც მან მათამათას სიახლოვეს მდებარე უმშვენიერესი გორაკები შენიშნა, მაშინვე მიხვდა, რომჰობიტების დასახლების მოსაწყობად იდეალურ ადგილს მიაგნო.
hob 8მშენებლობა 1999 წლის მარტში დაიწყო. ამ პროცესში 9 თვის განმავლობაში 400 ადამიანი იყო ჩართული, ახალი ზელანდიის არმიის ჩათვლით. აშენდა 1,5 კილომეტრიანი გზა ჰობიტონამდე, გაკეთდა 37 მომრგვალებული ხვრელი ჰობიტების სახლებისთვის გორაკის ფერდობებზე. ინტერიერი, ძირითადად, ხისა და პლასტმასის მასალით მოპირკეთდა, გაშენდა ულამაზესი ბაღები.
ფერმის მფლობელია სამი ძმა. მათგან ორი იქვე ცხოვრობს, მესამე ძმა კი მათამათაში, რომელსაც ჰობიტონისგან მწვანე გორაკები და სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები ყოფს.
ფერმას, რომლის ტერიტორიაზეც „ბეჭდების მბრძანებლის“ ნაწილი გადაიღეს, 500 ჰექტარი მიწა უჭირავს. მთლიანობაში აქ 37 სახლი აშენდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ტოლკინს აქვს წიგნში ნახსენები. ფილმის გადაღების შემდეგ კი მხოლოდ 17 შემორჩა.
hob 7დეკორაციების დიდი ნაწილი დაიშალა, ნაწილი კი დარჩა. ამიტომ ფერმას „ბეჭდების მბრძანებლის“ ასობით ფანატი მოგზაური მიაწყდა და კარგა ხანს ჰობიტების ნასახლარის ჩვენების თხოვნით ფერმის პატრონებს თავს აბეზრებდნენ.
hob 6თუმცა ბოლოს და ბოლოს, გაჩნდა იდეა, რომ შეექმნათ ტურისტული მარშრუტი „ჰობიტონი“, რათა ტურისტთა ნაკადი როგორმე მოეწესრიგებინათ. იდეა, როგორც მოსალოდნელი იყო, წარმატებით განხორციელდა – ჰობიტების ქალაქს დღეში, საშუალოდ, 300 ტურისტი მაინც ათვალიერებს.
hob 5ტური ჰობიტონში 50 დოლარი ღირს და უცნაურ ქალაქში სამსაათიან სეირნობას მოიცავს. რა თქმა უნდა, დეკორაციები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, ხოლო ულამაზესი ბაღები კი, როუზის ბაღის გარდა, თითქმის მთლიანად განადგურებული. მიუხედავად ამისა ჰობიტების თეთრი სახლები მწვანე გორაკების ფონზე მაინც ლამაზად გამოიყურება.
hob 4პეიზაჟს განსაკუთრებულ მომხიბლაობას მატებს ცხვრის ფარა, რომელიც ყოველდღიურად აქვე ბალახობს.
hob 1ცხადია „ბეჭდების მბრძანებლის“ თაყვანისმცემლებისთვის ამ ადგილს საოცარი ხიბლი აქვს – აქ შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ მოსეირნობს და მოღიღინებს ვიწრო ბილიკზე გენდალფი, როგორ გამოეგებება მას ძველი მეგობარი ბილბო, როგორ გაჰყურებენ მეგობრები ულამაზეს ხეობასა და ტბას, რომლის მახლობლადაც დგას party-tree (ფილმში ის მუხად იყო წარმოდგენილი, თუმცა, სინამდვილეში ფიჭვია) და ბილბოს 111 წლის იუბილესთვის  მზადებას…
hob boloამ იდილიას მხოლოდ ერთი რამ არღვევს – მწვანე, ხავერდოვანი ბალახი, რომელიც შორიდან სუფთა ჩანს, ცხვრების „საჩუქრებითაა“ მოფენილი და თუ ყურადღებით არ იქნებით, შეიძლება სულ სრიალ-სრიალით ჩაგორდეთ გორაკის ძირში.
ამიტომ ტუროპერატორები ვიზიტორებს ისეთივე მძიმე ტყავის ფეხსაცმელის ჩაცმას ურჩევენ, როგორსაც ადგილობრივი ფერმერები ატარებენ.
მეტი ინფორმაცია ჰობიტონში მოგზაურობის დეტალების შესახებ შეიძლება მიიღოთ შემდეგი წყაროებიდან:
  • hobbitontours.com - ესაა ტურისტული კომპანია Rings Scenic Tours Ltd-ს ოფიციალური საიტი. სწორედ ეს კომპანია ახდენს ტურისტული ტურების ორგანიზებას მათამათადან ჰობიტონში.
  • jasons.co.nz – კი არის ტურისტული საიტი ახალი ზელანდიის შესახებ, სადაც ქვეყნის ყველა ქალაქისა და დასახლების შესახებ ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.
hob 2დასათვალიერებლად ფოტოები “ჰობიტონიდან” ;)
the_hobbiton18hobbiton1hobbiton2hobbiton3hobbiton4hobbiton10hobbiton9hobbiton8hobbiton7hobbiton6hobbiton5hobbiton11hobbiton12hobbiton-14hobbiton13Hobbiton-15hobbiton16hobbiton21hobbiton19

0 კომენტარი:

Post a Comment