hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები. ნაწილი II



სასტუმრო Portobello, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
 romantichotelsfriday5-portobello1
ესაა ძველებური სასტუმრო, სადაც შეიძლება დატკბეთ არაჩვეულებრივად ლამაზი  ძველებური სტილის ინტერიერითა და ექსტერიერით, რომანტიკული ბაღებითა და ზოგადად, რომანტიკული გარემოთი, რომელიც მხოლოდ ძველი ინგლისის ცხოვრების წესისთვისაა დამახასიათებელი.
romantichotelsfriday5-portobello
ნომრების ღირებულება 174 ფუნტი სტერლინგიდან იწყება.
Pegasus Suites and Spa, სანტორინი, საბერძნეთი
 romantichotelsfriday6-pegasus1
ამ ულამაზეს სასტუმროს არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა აქვს. ის განლაგებულია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ კუნძულზე – სანტორინიზე. ტრადიციული ბერძნული შეთეთრებული ექსტერიერი კარგად ეხამება კუნძულის უმშვენიერეს ბუნებრივ გარემოს.
romantichotelsfriday6-pegasus
ნომრების ფასი სასტუმროში 170 ევროდან იწყება.
სასტუმრო Aria, პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა
ეს სასტუმრო არაჩვეულებრივად ლამაზი ინტერიერითა და ექსტერიერით პრაღის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია.
romantichotelsfriday7-aria
Aria-ს ინტერიერი ცნობილმა იტალიელმა დიზაინერებმა – როკო მეგნოლიმ და ლორენცო კარმელინიმ დააპროექტეს. მათვე ეკუთვნით მუსიკალური სალონის, სამზარეულოსა და მუსიკალური ბიბლიოთეკის პროექტებიც.
romantichotelsfriday7-aria1
ამ სასტუმროდან პრაღის ყველაზე სახელგანთქმულ ღირშესანიშნაობებზე ულამაზესი ხედები იშლება.
romantichotelsfriday7-aria2
სასტუმროში ნომრის ფასები 170 ევროდან იწყება.

0 კომენტარი:

Post a Comment