hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

დუბაი: წყალქვეშა ფუტურისტული სასტუმრო

underwaterhoteldubayfridayWater Discus Underwater Hotel-ის კონცეფციამ ახლო აღმოსავლეთში სასტუმრო და ტურისტული ინდუსტრია შეიძლება შეცვალოს – პროექტი შემუშავებულია, როგორც თანამედროვე მიწისზედა სასტუმროების ალტერნატივა.


7underwaterhoteldubayfridayკონცეფცია Deep Ocean Technology-ის ნოვატორმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს. პროექტის თანახმად, ფუტურისტული  სასტუმრო აღჭურვილია ლიფტითა და კიბით, რომლებიც ნაგებობის ორ – წყალქვეშა და წყალზედა ნაწილებს აკავშირებს.
კომპლექსი უსაფრთხოა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ ამინდში, ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი.
9underwaterhoteldubayfridayსასტუმროს წყალქვეშა ნაწილი სტუმრებს ოკეანის სიღრმეში, სიგრილეში დასვენების საშუალებას მისცემს ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ ცხელი კლიმატით გამოირჩევა.
3underwaterhoteldubayfridayსასტუმრო სამ საყრდენზე დგას, რომლებიც ოკეანის ფსკერზეა დამაგრებული. წყლის ზედაპირის ქვეშ განლაგებული დისკის დიამეტრი 10 მეტრია და მოიცავს 21 ნომერს, დაივინგ ცენტრსა და ბარს.
4underwaterhoteldubayfridayყოველი ნომერი მაქსიმალურად არის ინტეგრირებული წყალქვეშა სამყაროსთან – სტუმრებს ადგილობრივი წყალქვეშა ფლორისა და ფაუნის აბსოლუტურად უსაფრთხოდ  დათვალიერება შეეძლებათ.
8underwaterhoteldubayfridayსასტუმროს ზედა დონეზე განლაგებული იქნება  ვერტმფრენების ასაფრენი მოედანი და სხვადასხვა საზოგადოებრივი ობიექტი.
5underwaterhoteldubayfridayდუბაის სამშენებლო კომპანიამ Drydocks World უკვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ ფირმასთან BIG InvestConsult რამდენიმე წყალქვეშა სასტუმროს მშენებლობაზე, რომელთაგან ერთ-ერთიაWater Discus Hotel.
1underwaterhoteldubayfriday6underwaterhoteldubayfridayპროექტის განმახორციელებელი კომპანიების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება მათ ოფიციალურ საიტებზე: drydocks.gov.ae/en/default.aspx  და biginvest.ch.

0 კომენტარი:

Post a Comment