hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენები

head


ცათამბჯენები, თავისთავად, არქიტექტურული აზროვნების განვითარების დამადასტურებელია, თუმცა, რეკორდსმენები ამ გიგანტებს შორისაც არის.
ბურჯ დუბაი/ბურჯ ხალიფა – ამ დროისთვის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი
khalifa
  • სიმაღლე ანტენით: 828 მეტრი
  • ზედა სართული: 624 მეტრი
  • აშენების წელი: 2009
  • მდებარეობა: დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები
ცათამბჯენის 2004 წელს დაწყებული მშენებლობა 4 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.
2009 წლის 4 დეკემბერს, გახსნის ცერემონიაზე ემირატების პრემიერ მინისტრმა, შეიხმა მუჰამედ ბენ რაშდ ალ მაქტუმმა კოშკს სახელი გადაარქვა და პრეზიდენტის შეიხ ხალიფა ბენ ზაიდ ალ ნაჰაიიანის პატივსაცემად ბურჯ ხალიფა უწოდა.
ბურჯ დუბაიმ ყველა რეკორდი მოხსნა – დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალი შენობაა და ასევე ყველაზე მეტსართულიანი ნაგებობაც.
162- სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობაში ყველა თანამედროვე ტექნოლოგია იყო გამოყენებული. ის ახდენს მზისა და ქარის ენერგიის აკუმულირებას, რაც მთლიანად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. ჰაერის კონდიცირების განსაკუთრებული სისტემა შენობაში მუდმივად 180C ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, მაშინაც კი თუ დუბაიში ჰაერი 500C-ზე ცხელია.
ბურჯ დუბაის სიმაღლე მის გარშემო ტერიტორიის 95 კილომეტრზე დათვალიერების საშუალებას იძლევა. მისი პანორამული მოედანი 124-ე სართულზეა განლაგებული.
ცათამბჯენში განთავსებულია ელიტური სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ოფისები და საცხოვრებელი ბინები.
უილის თაუერი
searstowers1
თაუერი ჩიკაგოს უმაღლესი შენობაა, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენის სტატუსს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.
  • სიმაღლე ანტენით: 527 მეტრი
  • ზედა სართულის ჩათვლით: 412 მეტრი
  • აშენების წელი: 1974
  • ადგილმდებარეობა: ჩიკაგო, აშშ.
ცათამბჯენის კოშკის განსაკუთრებულობას მისი უნიკალური კონსტრუქცია ქმნის, რომელიც მიჩიგანის ტბიდან ჰაერის მასების გადაადგილებას უმკლავდება. ძლიერი ქარიშხლები კი ამ „ქარის ქალაქში“ იშვიათობა არ არის.
searstowers
სირს თაუერის პანორამული მოედანი 103-ე სართულზეა განლაგებული და ჩიკაგოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. უღრუბლო დღეებში იქიდან 70-80 კილომეტრის მანძილზე შეიძლება პეიზაჟის დათვალიერება.
ტაიბეი 101
Taipei102
  • სიმაღლე ანტენით: 509 მეტრი
  • ზედა სართული: 439 მეტრი
  • აშენების წელი: 2004
  • ადგილმდებარეობა: ტაიბეი, ტაივანი.
ეს ცათამბჯენი, პირველ რიგში, იმითაა საინტერესო,რომ ის სეისმურად აქტიურ ზონაშია აშენებული.
ცათამბჯენის ნგრევისგან დასაცავად არქიტექტორებმა მთელი რიგი უნიკალური გადაწყვეტები შეიმუშავეს. 87-ე და 91-ე სართულებს შორის უზარმაზარი ქანქარაა დამაგრებული, რომელიც დაახლოებით 700 ტონას იწონის. მიწისძვრის ან ქარიშხლის  შემთხვევაში ის ამორტიზატორების დახმარებით შენობის რყევას აღკვეთს.
Taipei101
ტაიბეი 101-ში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლიფტებია, რომლებიც 63 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება. პირველი სართულიდან პანორამის მოედანზე – 89-ე სართულზე ასვლა 39 წამში შეიძლება.
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი
shankhai
  • სიმაღლე: 492 მეტრი
  • ზედა სართული: 474 მეტრი
  • აშენების წელი: 2008
  • ადგილმდებარეობა: შანხაი, ჩინეთი.
შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი გამოირჩევა უცნაური ფორმით – ის რაღაცით გიგანტურ ბოთლის გასახსნელს მოგაგონებთ. 46 მეტრის სიგანის ჭრილი მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს – ის შენობაზე ქარის ზემოქმედებას ამცირებს; ნახევარი კილომეტრის სიმაღლეზე  კედლებზე ქარის ზეწოლა მეტად საგრძნობია, ეს კონსტრუქცია კი ცათამბჯენს აუცილებელ სიმტკიცეს ანიჭებს.
შენობაში განთავსებულია პანორამული მოედანიც, საიდანაც ყველა მსურველს 474 მეტრის სიმაღლიდან შანხაის შემოგარენის ცქერით დატკბობა შეუძლია.
ჯონ ჰენკოკ ცენტრი
bigjohn1
  • სიმაღლე ანტენით: 457 მეტრი
  • ზედა სართული: 329 მეტრი
  • აშენების წელი: 1969
  • ადგილმდებარეობა: ჩიკაგო, აშშ
ჯონ ჰენკოკის ცენტრი ან უბრალოდ დიდი ჯონი მშენებლობის სტადიაზე მსოფლიოს უმაღლეს ცათამბჯენად მიიჩნეოდა. დღესაც კი, 40 წლის შემდეგ, ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენთა შორის მე-5 ადგილს იკავებს.
bigjohn
ჯონ ჰენკოკ ცენტრის თავისებურება  ორიგინალური ფორმა და კონსტრუქციაა, რომელიც შიდა სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა.
პეტრონასი
petronastowers
პეტრონასი – ორი ერთნაირი 88-სართულიანი კოშკი, რომელიც მალაიზიის ნავთობკომპანიამ ააშენა.
  • სიმაღლე ანტენით: 452 მეტრი
  • ზედა სართული: 375 მეტრი
  • აშენების წელი: 1998
  • ადგილმდებარეობა: კუალა-ლუმპური, მალაიზია
ამ კომპლექსის თავისებურება კოშკების შემაერთებელი საჰაერო ხიდია, რომელიც უზარმაზარ ბურთისმაგვარ ბურჯებს ეყრდნობა. ბურჯების ასეთი ფორმა კოშკებს ქარის დროს რყევისაგან იცავს.
პეტრონასის მშენებლობა 6 წელი გრძელდებოდა და ფინანსური კრიზისის დაწყებამდე დასრულდა.
კუალა ლუმპურის კოშკები ასეთი დიდი მასშტაბის პირველი გრანდიოზული პროექტია, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელდა.
ემფაია სთეით ბილდინგი
empirestatebuilding
  • სიმაღლე ანტენით: 448 მეტრი
  • ზედა სართული: 373 მეტრი
  • აშენების წელი: 1931
  • ადგილმდებარეობა: ნიუ იორკი, აშშ.
ნიუ იორკის სახელგანთქმული ცათამბჯენი, რომელიც 1931-დან 1972 წლამდე, ანუ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკის გახსნამდე დედამიწის ყველაზე მაღალი შენობა იყო.
2001 წელს, როცა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობები დაინგრა, ემფაია სთეით ბილდინგმა ნიუ იორკის უმაღლესი ცათამბჯენის წოდება დაიბრუნა.
სახელწოდება კოშკმა შტატ ნიუ იორკის   მეორე სახელწოდებიდან – „იმპერიის შტატისგან“ მიიღო.
ემფაია სთეით ბილდინგი დიდი დეპრესიის დროს ჯონ როკფელერ უმცროსის დაფინანსებით აშენდა.
შენობის უზარმაზარი წვერი თავიდან დირიჟაბლების მისამაგრებლად უნდა გამოეყენებინათ, თუმცა, ძლიერი ქარების გამო, რაც მგზავრების გადმოსმას უშლიდა ხელს, ჩანაფიქრის რეალიზება ვერ მოხერხდა.
ცათამბჯენი ცზინ მაო
jinmaotower
  • სიმაღლე ანტენით: 420 მეტრი
  • ზედა სართული: 366 მეტრი
  • აშენების წელი: 1998 წელი
  • ადგილმდებარეობა: შანხაი, ჩინეთი.
ცათამბჯენი ცზინ მაო ჩინურიდან თარგმანში „ოქროს აყვავებას“ ნიშნავს და შანხაის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა.
ამ შენობის განსაკუთრებულობა მის ყველა პროპორციაში ციფრ 8-ის არსებობაა, რომელიც ჩინურ კულტურაში ბედნიერ ციფრად მიიჩნევა. შენობას 88 სართული აქვს, რომლებიც 16 სეგმენტადაა გაყოფილი. ყოველი სეგმენტი 18 სართულიან საფუძველზე 1/8 ნაწილით მოკლეა.
88-ე სართულზე, 340 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულია პანორამის მოედანი Skywalk, რომელსაც 1000 ადამიანზე მეტის დატევა შეუძლია.
ჰონკონგის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი
?????????
  • სიმაღლე ანტენით: 415 მეტრი
  • ზედა სართული: 401 მეტრი
  • აშენების წელი: 2003
  • ადგილმდებარეობა: ჰონკონგი, ჩინეთი.
ჰონკონგის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი – ჰონკონგის ყველაზე მაღალი ცათამბჯენია და იმავდროულად, მისი სავიზიტო ბარათიც.
საინტერესოა, რომ ჰონკონგის ფინანსურმა სამმართველომ ამ შენობის 14 სართული ბედნიერი 88-ე სართულის ჩათვლით ნახევარი მილიარდად გამოისყიდა.
ცათამბჯენის 88-ე სართულზე ახლა დირექტორთა საბჭოს ოფისია განლაგებული, რომელსაც ცალკე ლიფტი ემსახურება.
დაათვალიერეთ საინჟინრო სასწაული: სქაი პარკი სინგაპურში ;)

0 კომენტარი:

Post a Comment