hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ხუთი საუკეთესო ბუნგალო წყალზე

1bestwaterbungalofriday


ბრიტანულმა გამოცემამ The Independent ხუთი საუკეთესო წყლის ბუნგალო წარმოადგინა.
Likuliku Lagoon Resort, ფიჯი
ეს ულამაზესი კურორტი-სოფელი  შედგება ათი ქოხისგან, რომლებიც წყლის ზედაპირზეა განთავსებული. როცა მამანუკის არქიპელაგის კუნძულ მალოლოზე   კურორტი Likuliku (თარგმანში „წყნარი წყალი“) გაიხსნა, ასეთი წყლის ქოხები ფიჯიზე ჯერ კიდევ სიახლე იყოს, ამიტომ სასტუმრომ პოპულარობა მალე მოიპოვა –  Likuliku-ში ნომერი მინიმუმ ხუთი თვით ადრე მაინც უნდა დაჯავშნო.
3bestwaterbungalofriday4bestwaterbungalofriday
Punta Caracol Acqua Lodge, პანამა
Punta Caracol Acqua Lodge – დასასვენებელი კომპლექსი პანამის სანაპიროზე სტუმრებს   წყლის ზედაპირზე განთავსებულ ცხრა ქოხს სთავაზობს.  ქოხების მშენებლობისთვის თიხა, პალმისა და ბამბუკის მასალაა გამოყენებული. ნაგებობების ქვეშ მარჯნის რიფები იზრდება, წყალში კი დელფინები და ტროპიკული თევზები დაცურავენ.
5bestwaterbungalofriday6bestwaterbungalofriday7bestwaterbungalofriday
Soneva Gili, მალდივები
Soneva Gili 2001 წელს გაიხსნა და ინდოეთის ოკეანეში პირველი კურორტია, სადაცწყლის ქოხები აშენდა. ის ლანკანფუშის ლაჟვარდისფერ-ცისფერ ლაგუნაზეა მდებარეობს. ოტელის 44 ნომერთან ხის სამი პლატფორმა მიდის. დასასვენებელი კომპლექსი დღემდე საუკეთესოდ ითვლება რეგიონში.
8bestwaterbungalofriday9bestwaterbungalofriday81bestwaterbungalofriday
Pangkor Laut, მალაიზია
სასტუმრო Pangkor Laut-ის ნომრები თვალწარმტაცი კუნძულის სანაპიროს გასწვრივ არის გაშენებული. ყოველი მათგანიდან მშვენიერი ხედი იშლება. სტუმრების განკარგულებაშია შთამბეჭდავი სპა კომპლექსი პროცედურების დიდი არჩევანით და რელაქსაციის სხვა საშუალებები.  რამდენიმე ხნის წინ სასტუმრო სრულად გაარემონტეს, განაახლეს და ტექნიკის უახლესი მიღწევებით აღჭურვეს.
11bestwaterbungalofriday12bestwaterbungalofriday10bestwaterbungalofriday
Bora Bora Lagoon Resort, საფრანგეთის პოლინეზია
ეს კურორტი განლაგებულია პატარა კუნძულ მოტუ ტუპუაზე, საიდანაც ოტემაუს მთის მწვერვალისკენ იშლება ხედი. კურორტზე 50 ბუნგალოა, რომლებიც ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებითაა აშენებული. თუმცა ინტერიერის დიზაინში თანამედროვე ელემენტებიც არის შეტანილი. სტუმრებისთვის ვახშამი კანოეებით მოაქვთ, რაც სასტუმროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
15bestwaterbungalofriday14bestwaterbungalofriday13bestwaterbungalofriday

0 კომენტარი:

Post a Comment