hi

Loading...

Friday, December 12, 2014

ლონდონი: თანამედროვე სახლის დიზაინი

დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ თანამედროვე ელეგანტური სახლი, რომელიც ლონდონის ჩრდილოეთში, პრესტიჟულ საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს. ფასადის უმეტესი ნაწილი ხის საიდინგითაა დაფარული, ნაწილი კი მარმარილოს ფილებით, რაც სახლს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს.
1სახლში საკმაოდ ორიგინალური დიზაინის მქონე რამდენიმე სასტუმრო და მისაღები ოთახია. განსაკუთრებით გამოირჩევა მისაღები ოთახი ლამაზი შავ-თეთრი შპალერით.
კრეატიული დიზაინის მქონე ავეჯით გაფორმებულ საძინებელ და საბავშვო ოთახებს დიდი პანორამული ფანჯრები აქვს; დიდი სამზარეულო და სასადილო ოთახები მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი. თუმცა ყველაზე გამორჩეული და კომფორტული, ალბათ, მაინც სახლის კინოთეატრი – ფუმფულა კომფორტული სავარძლებითა და ხავერდგადაკრული კედლებით. 
ტერასაზე მოწყობილია დიდი აუზი და კომფორტული დასასვენებელი ზონა.
2345678910111213141516171819202122232425262728293031323334

0 კომენტარი:

Post a Comment