საპროექტო მომსახურება
ჩვენი კომპანია გთავაზობთ საპროექტო მომსახურებას შემდეგი ტიპის შენობებზე:
• საცხოვრებელი/სასტუმრო;
• საოფისე;
• საზოგადოებრივი;
• სავაჭრო-კომერციული;
• ადმინისტრაციული;
• სპორტულ-გამაჯანსაღებელი.
საპროექტო სამუშაოები სრულდება სამშენებლო (საპროექტო) ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად და მოიცავს შემდეგ საპროექტო სამუშაოებს პროექტის ან დამკვეთის მოთხოვნისამებრ. ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
• ტერიტორიის ტოპო ანაზომი;
• გეოლოგიური კვლევა;
• საქალაქო სამსახურებიდან საპროექტო პარამეტრების დადგენა;
• დემონტაჟის პროექტი;
• არქიტექტურული და ინტერიერის პროექტი;
• კონსტრუქციული პროექტი;
• საინჟინრო კომუნიკაციები–ინფრასტრუქტურა;
• სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების პროექტი;
• ფასადის პროექტი;
• განათების პროექტი;
• სპეც. სამუშაოების პროექტი;
• სამშენებლო ბიუჯეტის განსაზღვრა და ა.შ.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროექტის შეთანხმებას და სამშენებლო ნებართვის მოპოვებას საქალაქო სამსახურებიდან. საპროექტო სამუშაოები მოიცავს 4 ეტაპს:
I ეტაპი* – კონცეფცია (მინიმუმ ორი კონცეფცია და მათი პრეზენტაცია);
II ეტაპი – სქემატური პროექტი (სქემატური გეგმები, ფასადები, ინტერიერები, მათი კონცეფცია და პრეზენტაცია);
III ეტაპი – დიზაინის განვითარება (საპროექტო დოკუმენტაციის 80%);
IV ეტაპი – სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, სრული პროექტის ჩაბარება დამკვეთისთვის;
მოთხოვნის შემთხვევაში გთავაზობთ სამშენებლო სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას. საპროექტო სამუშაოების ყოველი ეტაპის, როგორც შუალედური ასევე სრული დოკუმენტაცია შეთანხმდება დამკვეთთან.
0 კომენტარი:
Post a Comment