hi

Loading...

Tuesday, January 13, 2015

Aparthotel გუდაურში Red-Co–სგან

gudauri

Aparthotel გუდაურში Red-Co–სგან

კომპანია Red-Co  2012  წელს დაარსდა და მისი უმთავრესი მიზანია  ლიდერობაქართულ დეველოპერულ ბაზარზეკომპანიის სანდოობა განპირობებულია   მაღალკვალიფიციურ პროფესიონალების გუნდითუცხოური ინვესტიციითა და თანამედროვე ევროსტანდარტების დაცვით. მეტი დეტალების გასაგებად რეზიდენტი  კომპანიის PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემო ბენიძეს ესაუბრა.
როგორ გაჩნდა პროექტის  -  ,,ნიუ გუდაური აპარტ-ოტელის“  აშენების იდეა?
 ჩვენი კომპანია, როგორც მოგეხსენებათ, არის ინოვაციების მომხრე. წლიდან წლამდე ვავითარებთ კომპანიას და ჩვენი ხარისხი მუდმივად უმჯობესდება. რამდენიმე წლის წინ,  როგორც კი გახდა გუდაური მიმზიდველი და საინტერესო ტურისტული ზონა, სწორედ იმ დროს გაჩნდა  ახალი გუდაურის სასტუმროს აშენების იდეა. მას შემდეგ უკვე მესამე წელია, რაც ჩვენ რამდენიმე სასტუმრო – საცხოვრებელი კომპლექსი ავაშენეთ გუდაურში და ხელს ვუწყობთ საქართველოში ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განვითარებას.
რამ განაპირობა ახალი ,,ნიუ გუდაური აპარტმენტ 3“-ის დამატება ?
პროექტის აშენება განაპირობა მომხმარებლის ინტერესმა, მოთხოვნამ. ნიუ გუდაური 3-ის გადახურვა ახლა მიმდინარეობს და მალე დასრულდება. მას წინ უსწრებდა ნიუ გუდაური აპარტმენტ-2-ის მშენებლობა  და ის დეკემბერში დასრულდება. ჩვენმა კომპანიამ შეიძლება ითქვას, რომ გუდაურში შექმნა პატარა სამთო-სათხილამურო დაბა. მართალია, თითოეული კორპუსი უნიკალური არქიტექტურით არის დაპროექტებული, მაგრამ ეს სამივე კორპუსი ერთმანეთის და ლანდშაფტის მიმართ ჰარმონიაშია.
კონკრეტულად რით განსხვავდება ,,ნიუ გუდაური აპარტ-ოტელი 3“ წინამორბედებისგან ?
 მესამე კორპუსი მდებარეობს უშუალოდ გონდოლებიანი საბაგიროს წინ. სულ რამდენიმე წამია საჭირო საბაგირომდე მისასვლელად და სწორედ ეს არის  ჩვენი მე-3 აპარტმენტის მთავარი ხიბლი. დამეთანხმებით, მართლაც  ძალიან კომფორტულია ტრასიდან ჩამოსრიალების შემდგომ პირდაპირ სახლში აღმოჩენა.
რა სერვისებს სთავაზობს ,,ნიუ  გუდაური აპარტ-ოტელი“ თავის მაცხოვრებლებს ?
 პირველ კორპუსში, რომელიც შარშან  31 დეკემბერს გავხსენით, არის საავტორო სამზარეულოთი გამორჩეული ბარი. ვფიქრობ, მსგავსი  კონცეპტის მქონე ბარს თბილისშიც კი იშვიათად ნახავთ. გარდა ამისა, ჩვენს ყველა კორპუსს გააჩნია თანამედროვე სტანდარტის ყველა მაჩვენებელი: მიწისქვეშა ავტოსადგომი, მაღალი ხარისხის ლიფტი, მე-2 კორპუსში არის ფიტნეს ცენტრი, საცურაო აუზი, აქვე თებერვლიდან გაიხსნება კიდევ ერთი რესტორანი. 1-ლ კორპუსშიც იგეგმება  ბარის გახსნა. მე-3 კორპუსში გაიხსნება პიცერია. სერვისი მობინადრეებისთვის და სტუმრებისთვის ფასის თვალსაზრისით   აბსოლუტურად ხელმისაწვდომი იქნება.
საიდან იწყება ბინის ფასი და რა არის ბინის მინიმალური ფართობი?
ჩვენთან მინიმალური საცხოვრებელი ფართია 28 კვ მ.  კლიენტები ხშირად ყიდულობენ 4 ან 6 ბინას და გადააკეთებენ ხოლმე მას სასტუმროს ნომრის პრინციპის მიხედვით. რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ  ჩვენს რეკომენდაციებსა და ხედვას.
ჩვენთან ბინის შეძენა არ არის მხოლოდ უძრავი ქონების ყიდვა. ეს არის ინვესტიცია და ბიზნესი.
ბინის  კვადრატული მეტრის ღირებულება $900-დან იწყება. რაც მთავარია,  ჩვენს კლიენტებს ვუკეთებთ შიდა უპროცენტო  განვადებას – კლიენტს შეუძლია მისთვის სასურველი განრიგით გადაიხადოს თანხა, რაც ძალიან კომფორტულია.
,,ნიუ გუდაური აპარტმენტ-ოტელში“ ბინის მფლობელობა ფულის სერიოზული დაბანდებაა, რადგან მობინადრეებს შეუძლიათ გააქირავონ ბინა როგორც სეზონურად, ასევე მთელი წლის განმავლობაში. ბინის დაქირავება ერთი დღე-ღამით საშუალოდ $150 ჯდება.
უცხოელები თუ ინტერესდებიან ბინის დაქირავებით ან ყიდვით?
 ქართველებთან ერთად  ბინის მფლობელები არიან უკრაინელები, რუსები. ჩვენი კომპლექსი  სტუმრებისთვის  მთელი წლის განმავლობაში ღიაა – მუდმივად გვყავს დამსვენებლები.  უცხოელ დამსვენებლებს გაზაფხულზე/ზაფხულში ძირითადად იზიდავთ ექსტრემალური ველოსპორტი, კვადროციკლით გასეირნება, თევზაობაც კი.
თქვენი დაკვირვებით, ძირითადად რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ გუდაურს ტურისტები ?
ჩვენი დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გუდაურს ძირითადად სტუმრობენ უკრაინელები და რუსები. ხშირად არიან ტურისტები შოტლანდიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, გვყავდა რამდენიმე ტურისტი ავსტრიიდან.
ადგილობრივი მოსახლეობა თუ გყავთ დასაქმებული სერვის- მომსახურების სფეროში ?
ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  ვცდილობთ,  ვასწავლოთ მათ ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტები, დავასაქმოთ ისინი როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე შემდგომ მომსახურების სფეროშიც.
სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით – კვლავაც აპირებთ გუდაურშისამშენებლო პროექტების განხორციელებას?
  მომავალი წლიდან ვგეგმავთ, განვავითაროთ საზაფხულო ტურიზმი. გვექნება შემოთავაზებები საზაფხულო 1, 2 და მაქსიმუმ 5 დღიან ტურებზე,  სადაც შევა – თევზაობა, ლაშქრობა, ცხენები, გიდის მომსახურება. გუდაურში არის ძალიან ბევრი ლამაზი და აუთვისებელი ადგილი, რომელიც შეიძლება მოინახულოს ტურისტმა წლის არასათხილამურო პერიოდშიც.
2016 წლისთვის, არა მარტო გუდაურში, არამედ ბაკურიანშიც ვგეგმავთ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების აშენებას  და მთლიანობაში  2000 აპარტამენტი უნდა ჩავაბაროთ. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში.
მომავალი წლის იანვრისთვის ფართო საზოგადოება უფრო მეტ დეტალს შეიტყობს ჩვენი გეგმების შესახებ, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ გეგმაში გვაქვს  გრანდიოზული პროექტის განხორციელება ბათუმში, რაც საზოგადოებას ნამდვილად გააოცებს და დააინტერესებს.
1395858_734807123260482_4049545479456081432_n1782077_734816013259593_2731720151042644370_n
1798843_734807249927136_8906290099074048179_n
1901394_734807293260465_741912625252730131_n
1924725_734815923259602_1726963687787758651_n
10334390_734807243260470_8393464731953862127_n
10624564_734807206593807_2446103705086160582_n
10626719_734815769926284_8648807943199930977_n
10703525_734807193260475_5645187893718125560_n
10733984_734807323260462_8445926074447693654_n


gudauri

0 კომენტარი:

Post a Comment