hi

Loading...

Friday, December 12, 2014

ხიროსიმა: ტყე შუშის სახლში

9საპროექტო ბიურომ NAP Architects წარმოადგინა ინოვაციური სახლი, რომლის კედლების ნაწილი მთლიანად ოპტიკური შუშისგან არის აშენებული.
ეს თანამედროვე სახლი ქალაქ ხიროსიმაში (იაპონია), მრავალსართულიან სახლებს შორის არის ჩადგმული და უნიკალური ფასადით გამოირჩევა. ფასადი მთლიანად შუშის “აგურებითაა” შესრულებული და მეტად ორიგინალურად გამოიყურება მიმდებარე სტანდარტულ შენობებს შორის.
1მრავალსართულიან სახლებს შორის აშენებული ამ შუშის სახლის ფასადი ხმაურიან, მუდმივად მსუბუქი ავტომობილებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სავსე ქუჩას გადაჰყურებს. შუშის კედელი კი არა მხოლოდ ალამაზებს ექსტერიერს, არამედ საკმაოდ კარგი ბარიერიცაა ხმაურისთვის.
არანაკლებ საინტერესოა სახლის ინტერიერიც. შუშის კედლის მიღმა აქ ფაქტობრივად ლამის მთელი ტყეა გაშენებული, რაც მეტად ფასეულია ნებისმიერ ქალაქში. “სახლის ტყიდან” კი შესასვლელია ყველა დანარჩენ ოთახში – საძინებლებში, სამზარეულოში, სასტუმრო და სააბაზანო ოთახებში.
შუშის დამცავი ფასადის ასაშენებლად არქიტექტორებმა დაახლოებით 6 ათასი შუშის ბლოკი გამოიყენეს, ეფექტი კი ნამდვილად არაჩვეულებრივი მიიღეს.
დაათვალიერეთ შუშის სახლის 14 ფოტო. გალერეის გასახსნელად დააწკაპუნეთ პირველ ფოტოზე.


23456810111216131415

0 კომენტარი:

Post a Comment