hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

TOBU WORLD SQUARE – მინიატურული მსოფლიო

იაპონიის ტოტიგის პრეფექტურის ქალაქ ნიკკოში, კურორტ კინუგავა–ონსენში მდებარეობს თემატური პარკი Tobu World Square, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი არქიტექტურული და ინჟინრული ნაგებობების 1:25 მასშტაბიანი 100–ზე მეტი მოდელი. მათ შორისაა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მოდელები 140,000 ცალი მინიატურული, 1:25–იანი მასშტაბის მანეკენითაა გარშემორტყმული, რაც სანახაობას რეალურობის ელფერს მატებს.
NortreDameCathedral
ამ უნიკალურ თემატურ პარკში შეგიძლიათ რამდენიმე საათში მოინახულოთ მსოფლიოს ყველა კუთხე და დაათვალიეროთ რამდენიმე ათეული ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა.
St.PetersBasilicaVaticanCity
პარკის მშენებლობას, რომელიც 1993 წლის 24 აპრილს გაიხსნა, 5 წელიწადი დასჭირდა. ამ პერიოდში უმცირესი დეტალების გათვალისწინებით შეიქმნა 102 ისტორიული ძეგლისა და მსოფლიოს ცნობილი შენობების მოდელები, ასევე ადამიანების 140,000 მინიატურული ფიგურა, რომლებიც „სეირნობენ და ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ“. პარკში დგას 20,000 ხე ბონსაი – ნამდვილი ხეების მინიატურული ასლები.
KumamotoCastle
Tobu World Square ექსპოზიციები სამყაროს მხარეების მიხედვით ზონებადაა დაყოფილი. ესაა ამერიკა, ეგვიპტე, ევროპა, აზია და ძველი და თანამედროვე იაპონია. „მასპინძელი“ ქვეყანა რასაკვირველია გამონაკლისია – იაპონიისთვის ცალკე ტერიტორიაა გამყოფილი. პარკში სეირნობისას ფანტაზიის განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე შეგიძლიათ თავი ლილიპუტების ქვეყანაში მყოფ გულივერად წარმოიდგინოთ.
ფოტოები Tobu World Square-დან:
whitehouse2YungangBuddhistCavesinChinaAngkorWat.BigBenFlatironBuildingMilanCathedralLeaningTowerofPisagreatChinawallForbiddenCityParthenonPetraSaintBasilsCathedralSphinxtwintowersempirestateTowerBridgeTokyoTowerTajMahal

0 კომენტარი:

Post a Comment