hi

Loading...

Friday, December 12, 2014

ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდები. ნაწილი I

cruise-ships-friday1კრუიზის ხომალდებს ხშირად „ზღვის ქალაქებსაც“ უწოდებენ, რაც რეალობისგან არცთუ ისე შორსაა. დღევანდელი საკრუიზო გემების მასშტაბების გასააზრებლად მათი „ტიტანიკთან“ შედარებაც  საკმარისია. ეს უკანასკნელი ჩვენს დროში რომ აეგოთ, ის ალბათ 50 ყველაზე დიდ საკრუიზო გემს შორისაც ვერ მოხვდებოდა.


friday.ge იწყებს პოსტების სერიას მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო ხომალდების შესახებ, რომლებიც ახლო წარსულში, 2000 წლის შემდეგ აშენდა. წაიკითხეთ პოსტისმეორე და მესამე ნაწილებიც ;)
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საკრუიზო ლაინერი Royal Carribean. Oasis of the Seas
ამ ხომალდის სიგრძე  361,7 მეტრია, მას 225 282 ტონის გადაზიდვა შეუძლია, ოფიციალური მონაცემებით, მაქსიმალური კომფორტისა და ფუფუნების ატმოსფეროში 5400 ადამიანს იტევს.1-royal-carribeanOasis of the Seas ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი ხომალდებიდან, რომლებსაც გიგანტური ზომის გამო პანამის არხში გაცურვა არ შეუძლიათ. Oasis of the Seas არა მხოლოდ ძალიან გრძელია არხისთვის, არამედ მეტისმეტად მაღალი და ფართოც.2-royal-carribeanბორტზე მყოფს ისევე შეუძლია იგრძნოს თავი, როგორც უზარმაზარ გასართობ პარკში. აქ ხშირად იმართება მასშტაბური შოუები, რომლებიც ბროდვეის შოუებს არაფრით ჩამოუვარდება. სპორტის მოყვარულებს ნებისმიერი სახეობით შეუძლიათ დაკავდნენ. გიგანტურ ხომალდს, ცხადია, პერსონალის უზარმაზარი რაოდენობა ემსახურება – მათი რიცხვი 2400 ადამიანს აჭარბებს.3-royal-carribean4-royal-carribean5-roial-carribean
Queen Mary II
ეს ხომალდი 151 400 ტონას იწონის, მისი სიგრძე 345 მეტრია, ოფიციალური ტევადობა – 2 640 ადამიანი. მისი მასშტაბის კარგად აღსაქმელად შეიძლება წარმოვიდგინოთ ერთ ხაზზე დაყენებული 80 დიდი ტურისტული ავტობუსი. 2004 წელს, როცა  Queen Mary II აშენდა, ის ყველაზე დიდი საკრუიზო ხომალდი იყო დედამიწის ზურგზე.6-quine-marry7-quine-marry8-quine-marry9-quine-marry
Disney Dream
ხომალდი 130 ათას ტონას იწონის, მისი სიგრძე 340 მეტრია, 2 500 ადამიანს იტევს და ფაქტობრივად, დისნეილენდის მინიატურული საზღვაო ვერსიაა. ხომალდზე არის უზარმაზარი კინოთეატრი და უამრავი სხვა გასართობი აკვაპარკის ჩათვლით.
The Disney Dream, Disney Cruise Line's newest ship, arrives Jan. 4. 2011 for the first time to her home port of Port Canaveral, Fla.
12-disnay-dream10-disnay-dream

0 კომენტარი:

Post a Comment