hi

Loading...

Friday, December 12, 2014

ტროპიკული საზაფხულო რეზიდენცია რიოში

ეს შთამბეჭდავი რეზიდენცია რიო დე ჟანეიროში (ბრაზილია) არქიტექტურულმა სტუდიამ Fernanda Marques Arquitetos Associados შექმნა.
1
950 კვ.მ რეზიდენციის არქიტექტურასა და დიზაინში ყველაზე მომხიბლავი ის ფაქტია, რომ სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა ტროპიკული ბუნებისა და თანამედროვე არქიტექტურის ასე ბუნებრივად შერწყმა მოახერხა.
2
დიზაინერებმა  კედლების დიდი უმეტესობა შუშისგან გააკეთეს, რათა სახლსა და ბუნებას შორის ზღვარი მაქსიმალურად წაშლილიყო. შედეგად კი მიიღეს გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება შეგრძნება, რომ ბუნებაში ისვენებს, თანაც კომფორტის ყველა ელემენტი ხელთ აქვს. არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს ოკეანის ულამაზესი ხედი. ასე რომ, უკეთესი დასასვენებელი ადგილის პოვნა ძნელი წარმოსადგენია. 
3
დაათვალიერეთ ტროპიკული რეზიდენციის ფოტოები ჩვენს გალერეაში ;)
456789101112131415

0 კომენტარი:

Post a Comment