hi

Loading...

Friday, December 12, 2014

ჰემპშირის საგრაფოს არაჩვეულებრივი სახლები

ჰემპშირი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი საგრაფოა. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ის ქვეყანაში მესამე ადგილზეა.
0
ჰემპშირის ტერიტორიაზე განლაგებულია სახელგანთქმული ნაციონალური პარკი ნიუ ფორესთი (New Forest) – ინგლისის მეფეების საყვარელი სანადირო ადგილი. 
ჰემპშირის საგრაფო ულამაზესი არქიტექტურითაც გამოირჩევა. აქ შეიძლება ნახოთ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში აგებული არაჩვეულებრივი სასახლეები და ციხე-სიმაგრეები.
თუმცა დღეს საგრაფოს ტერიტორიაზე შემორჩენილ  სახლებზე შევჩერდებით, რომლებსაც თითქოს ზღაპრის სამყაროში გადავყავვართ. სახლები 100-დან 200 წლამდე ასაკისაა და ნატურალური ქვითაა ნაშენი. სახლების ნაწილი კერამიკული ფილებითაა გადახურული, ნაწილი კი გადამუშავებული ჩალით. სახლის ამგვარი გადახურვის ტექნიკა – Thatched Roofs  ინგლისში ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა ამ საქმის სპეციალისტებს სულ უფრო იშვიათად შეხვდებით.
მოგვიანებით  Thatched გადახურვის თემას კიდევ დავუბრუნდებით, ახლა კი დაათვალიერეთ ჰემპშირის საგრაფოს ზღაპრული სახლები :)
12345678910111213141617181920212223242526
About

0 კომენტარი:

Post a Comment