პროექტი 147 De Beauvoir Road, რომელიც დიზაინის სტუდია Scott Architects-მა წარმოადგინა, ისტორიულ შენობაში თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ინტეგრირების საუკეთესო ნიმუშია.
187 კვ/მ ფართის მქონე კერძო სახლი ლონდონში მდებარეობს.

სახლის ინტერიერი სამი სტილის – ინგლისურის, სკანდინავიურისა და ქანთრის შეხამების შედეგია. მისი მოპირკეთებისთვის უმეტესად ნატურალური მასალებია გამოყენებული – ძირითადად ხე, ზოგიერთი დეტალისთვის – მარმარილო.

საცხოვრებელი სივრცის დიზაინის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი აგურის კედლებია, რომლებიც ექსტერიერის ხასიათის ინტერიერში შემოტანის მცდელობად შეიძლება განვიხილოთ – აგურის ფაქტურა და ფერი, რომლითაც ისტორიული შენობაა აგებული, ინტერიერში გამოყენებული აგურის იდენტურია.

ვიქტორიანულ სტილში აგებულ შენობაში მოქნილი ფორმის თანამედროვე კონსტრუქცია ბუნებრივად არის ინტეგრირებული. მისი დეკორირებისთვისაც მთლიანად ბუნებრივი მასალებია გამოყენებული – ხის დეტალები, მწვანე გადახურვა, კენჭები.

შეიძლება ითქვას, რომ სახლი იდეალურად აჩვენებს, როგორ შეუძლია გაამრავალფეროვნდეს კულტურული მემკვიდრეობა ქალაქის მაცხოვრებლების სასარგებლოდ. დაათვალიერეთ 147 De Beauvoir Road-ის ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:














0 კომენტარი:
Post a Comment