hi

Loading...

Monday, December 8, 2014

იზოლა სან ჯულიო – ზღაპრული კუნძული იტალიაში

1
ულამაზესი კუნძული იზოლა სან ჯულიო (Isola San Giulio)  ტბა ორტაზე, პიემონტის რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი იმდენად თვალწარმტაცია, რომ გგონია, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალით ზღაპრიდან გადმოვიდა და შუა ტბაში ამოიზარდა.
2კუნძული ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 275 მეტრია, ხოლო სიგანე 140. საოცარია, როგორ დაეტია ასეთ მცირე ტერიტორიაზე ამდენი შენობა!
კუნძულზე არაჩვეულებრივად მშვიდი გარემო და ულამაზესი ხედებია. გასაკვირი არაა, რომ  ბევრი წყვილი ჯვრისწერისთვის სწორედ იზოლა სან ჯულიოზე მდებარე წმ. ბენედიქტეს მონასტერს ირჩევს.
3ლეგენდის თანახმადაც წმინდანმა, სახელად ჯულიომ მე-4 საუკუნეში აქ პატარა ბაზილიკა ააშენა.
იმ დროისთვის კუნძულზე შხამიანი გველების ბუდე იყო, რომლებიც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდნენ. 
წმინდა ჯულიო, რომელიც ტალღების დამორჩილება შეეძლო, კუნძულზე გადავიდა და გველები გაანადგურა. მას შემდეგ კუნძული სამუდამოდ დაუკავშირდა რელიგიას.
გადმოცემით, წმინდა ჯულიოს სიკვდილის შემდეგ, მე-5 საუკუნეში კუნძულზე პატარა სამრეკლო აგებულა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა, მე-6 საუკუნეში კუნძულზე უკვე სრულფასოვანი ეკლესიაც ფუნქციონირებდა, რომელსაც ბოლო 30 წელია, წმ. ბენედიქტეს ეკლესიად მოიხსენიებენ.
მე-19 საუკუნეში კუნძულზე სასულიერო სემინარიის მასიური შენობა აიგო. აქვე ინახება ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია.
ტბა ორტა, რომელსაც მეორენაირად კუზიოსაც უწოდებენ, იტალიის ჩრდილო დასავლეთში, მთიან რეგიონში მდებარეობს.


4567

0 კომენტარი:

Post a Comment