hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

ბოლო წლების მოდური ტენდენცია – აგურის კედელი ინტერიერში

ინტერიერის დიზაინში აგურის კედელი ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა ევროპასა და ამერიკაში.
73ნატურალური აგურის კედელი სიძველის ეფექტით, ინტერიერში მყუდროების ატმოსფეროს ქმნის. იგივე ეფექტი აქვს აგურის შეღებილ კედელსაც, რომელიც სახლს ინდივიდუალობასა და ორიგინალურ იერს ანიჭებს. ამავდროულად ის არაჩვეულებრივი ფონია დეკორის სხვადასხვა დეტალისთვის.
31აგურის კედლის ელემენტის გამოყენება უკვე რამდენიმე წელია მოდურ ტენდენციად იქცა ინტერიერის დიზაინში და როგორც ჩანს, კიდევ მრავალი წელი არ დათმობს პოზიციებს. ასე რომ, თუ აგურით ნაშენ სახლში ცხოვრობთ, ნუ იჩქარებთ ყველა კედლის მოპირკეთებას – აგურის კედლის ხელუხლებლად  დატოვებით არა მხოლოდ თანხა და დრო დაიზოგება, არამედ თქვენი ინტერიერი განსაკუთრებულ – მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შარმს შეიძენს.
24აგურის კედელი ლამაზად გამოიყურება თითქმის ყველა ოთახში – მისაღებში, სამზარეულოში,  საძინებელ ოთახში და სააბაზანოშიც კი.
ინტერიერის დიზაინის რომელ სტილში „ჯდება“ ყველაზე კარგად აგურის კედელი? ძველიდან – რომანულ სტილსა და გოთიკაში, თანამედროვედან კი ქანთრიში, ლოფტში, გრანჟში.
აგურის დეტალების დახმარებით შეიძლება შეიქმნას „პარიზული მანსარდის“, სამხატვრო სახელოსნოს ან ინდუსტრიული ტიპის აპარტამენტის მსგავსი დიზაინი. არანაკლებ ლამაზია ინტერიერი, სადაც აგურის არა მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კედელი ფიგურირებს, არამედ მთლიანი სივრცე ნატურალური აგურითაა დეკორირებული. ასევე ლამაზი გამოდის აგურისა და შპალერის შეხამებაც.
დაათვალიერეთ აგურით მოპირკეთებული ოთახების ფოტოები ;)


692345111098761213141516172322212019182526272829353433323037383940414746454443424849505152535958575655546061626364657271706867667475767778

0 კომენტარი:

Post a Comment