hi

Loading...

Saturday, December 13, 2014

სასტუმრო კაპადოკიის კლდეებზე

iunakevlerkappadokiafriday8თურქეთში, კაპადოკიაში მდებარე სასტუმრო Cappadocia Cave Resort and Spa მსოფლიოს ყველაზე უცნაურ სასტუმროთა სიაშია შეტანილი და ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანადაც. ის ნამდვილად უნიკალურია, რადგან მთლიანად გამოქვაბულშია განთავსებული.
iunakevlerkappadokiafriday4Cappadocia Cave Resort and Spa–დან დამსვენებელს კაპადოკიის არაჩვეულებრივი პეიზაჟებისა და ხედების ცქერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო გამოქვაბულშია მოწყობილი, მასში კომფორტული დასვენების ყველა პირობაა შექმნილი.


iunakevlerkappadokiafriday1ერთი ღამის გათევა ამ სასტუმროში მინიმუმ 180 ევრო დაგიჯდებათ.
სასტუმრო და სპა კომპლექსი ერთ-ერთ უძველეს სოფელში, ურგულაში, მთის ფერდობზეა განთავსებული. იუნაკ ევლერი მთის ექვს გამოქვაბულს იკავებს და 30 ნომრისაგან შედგება. ეს „ოთახები“, ისტორიული ცნობების თანახმად, 16 საუკუნის წინ იყო გამოკვეთილი.
iunakevlerkappadokiafriday7უნიკალური ისტორიული, კულტურული თუ თუნდაც გეოლოგიური თავისებურებების გამო კაპადოკია ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი სამოგზაურო ადგილია. ტერიტორიის დიდი ნაწილი ვულკანების ამოფრქვევის დროს ტბის ძირსა და მთის ნაკადებში მოხვედრილი ლავით არის ფორმირებული. ამ ვულკანურ წარმონაქმნებში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა ხალხი, კვეთდა და აფართოებდა საცხოვრებელსა და სალოცავებს.
iunakevlerkappadokiafriday2iunakevlerkappadokiafriday3iunakevlerkappadokiafriday5iunakevlerkappadokiafriday6

0 კომენტარი:

Post a Comment