hi

Loading...

Friday, December 12, 2014

იაპონია: ყველაზე ძვირადღირებული ერთოთახიანი

21,8 მილიონად შეფასებული აპარტამენტი სახელწოდებით The House განლაგებულია ტოკიოს პრესტიჟულ რაიონში მინამი აზაბუში, რომელიც უძრავ ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასებით გამოირჩევა.
jap 14ბინის ფართობი 411 კვადრატული მეტრია და გამოდის, რომ კვადრატული მეტრის ფასი 53 ათასია. ახლა ვნახოთ რა არის ამ სახლში ისეთი, რაც The House-ის ასეთ კოლოსალურ ფასს გაამართლებდა.
1აპარტამენტში განთავსებული პრაქტიკულად მთელი ავეჯი იტალიაში, დიზაინის ატელიე – „ჩეკოტი კოლეციონიშია“ დამზადებული.
jap 2კედლები, კარები და ჭერიც კი იტალიური ქვისა და ხის მასალისგან სპეციალური შეკვეთითაა შესრულებული.
jap 12სამზარეულო მოწყობილია იაპონურ სტილში Ryotei, რაც მზარეულს საშუალებას აძლევს სტუმრებს პირდაპირ სამზარეულოდან მოემსახუროს.
jap 5აქვეა პარიზული სტილის ტერასები, ხოლო სახლი კედლების ნაწილი იაპონელი მხატვრის ჰიროში სენჯუს (Hiroshi Senju. მხატვრის ოფიციალური ვებსაიტიhiroshisenju.com) ნამუშევრებითაა გაფორმებული.
jap 4აპარტამენტს აქვს უზარმაზარი საგარდერობო ოთახი, რომელშიც ყველანაირ საჭირო სათავსთან ერთად 200 წყვილი ფეხსაცმლის ადგილია გათვალისწინებული.
jap 10მოკლედ, აპარტამენტის ღირსებების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენი დრო დასჭირდება ვინმეს, რომ მის შესაძენად ასეთი არანორმალურად მაღალი ფასის გადახდა გადაწყვიტოს?
jap 9
jap 3


jap 15

0 კომენტარი:

Post a Comment