ულამაზესი ვილა „მიოდულა“ (Miodula) პოლონეთის ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ზაკოპანეში მდებარეობს.

ხის უზარმაზარი მორებით ნაშენი ვილა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრში, როცა სამთო-სათხილამურო ტრასები იხსნება და ყველაფერი თოვლითაა დაფარული.

ვილაში არის ეთნიკური ელემენტებით დეკორირებული რესტორანი და ერთ, ორ და სამადგილიანი ნომრები.

“მიოდულაში” დასვენება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა – სხვადასხვა სეზონზე ფასები 331-დან 1081 დოლარამდე მერყეობს.
კურორტი ზაკოპანე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია პოლონეთში, როგორც ზაფხულში ისე ზამთარში. აქ არის თემატური პარკი, კინო-თეატრები, უამრავი რესტორანი, კაფე, კლუბი, სასტუმრო და გასართობი ცენტრი.
დაათვალიერეთ ვილა “მიოდულას” ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში











































0 კომენტარი:
Post a Comment