hi

Loading...

Sunday, December 7, 2014

მომავლის ქალაქი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აეროპორტ ინჩიონის ახლოს მომავლის ქალაქების აშენებას გეგმავს.
8City-3
საბოლოო ჯამში ახალი ქალაქის ურბანული სივრცე ზომით მაკაოს ფართობს გადააჭარბებს. პროექტის თანახმად, აშენდება რვა ერთმანეთთან დაკავშირებული ქალაქი, რომლებიც ისე განლაგდება, რომ საბოლოოდ ოკეანეში ციფრ 8-ის ფორმა გამოიკვეთება.
8City-3
კორეელებს სჯერათ, რომ რიცხვი 8 იღბილის მომტანია, მათ ასევე სჯერათ, რომ ეს რიცხვი უსასრულო  შესაძლებლობების სიმბოლოცაა. პროექტის მიხედვით  8-იანის სხვადასხვა ნაწილში უამრავი არასტანდარტული  კონსტრუქცია განთავსდება, რომლებიც სამხრეთ კორეის ამ ნაწილს ნამდვილ Sci-Fi მომავლის ქალაქებად აქცევს. მათ შორისაა 3,3 კილომეტრის სიგრძის შუშის გუმბათიანი ნაგებობა, რომელშიც მსხვილი კომპანიების ოფისები და სარეკრეაციო ზონები განთავსდება.
8City-2
ქალაქების შემაერთებელი 8-ის ქვედა ნაწილში მოეწყობა ფეხით სავალი გზა, რომლის გამჭვირვალე სახურავიც კარგი ამინდში მთელ სიგრძეზე გაიხსნება, ხოლო ცუდი ამინდის დროს დაიხურება. ქალაქების კიდევ ერთი ცენტრი უცხოპლანეტელთა ხომალდის მსგავსი ნაგებობა იქნება, სადაც მაღაზიები, რესტორნები და სხვადასხვა გასართობი დაწესებულება იფუნქციონირებს.
8City-1
სამხრეთ კორეელი არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ ქალაქის მშენებლობა 2030 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება.


8City-3

0 კომენტარი:

Post a Comment