მიწაში თითქმის დამალული სამედიტაციო სივრცე კუერნავაკაში (მექსიკა) არქიტექტურული კომპანია BNKR Arquitectura-ს პროექტით აიგო. დამკვეთის სურვილის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო ადგილი მედიტაციისთვის – შენობაში შემსვლელს თავი განსაკუთრებულად, ძალიან მშვიდად უნდა ეგრძნო და საკუთარი ცხოვრების არსის გააზრების შესაძლებლობა მისცემოდა.
ნაგებობის დაპროექტების დროს არქიტექტორებმა დიდი ხნის წინ შემუშავებული კონცეფცია გამოიყენეს – პროექტის მთავარი იდეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბალანსის ასახვაა.
მიწაში ჩაძირულ შენობაში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ სიმშვიდისთვის ემზადები – ესაა მოგზაურობა, რომლის დაწყებისთანავე ყველა დარდი და პრობლემა ზემოთ, მიწაზე უნდა დატოვო. 
სამედიტაციო სივრცე დამკვეთის სახლთან ახლოს, ეზოშია აგებული. შენობის სახურავზე წყლის დეკორატიული რეზერვუარია, ნაგებობის შუშის კედლები კი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს სახურავიდან წყალი ჩამოედინება. ასეთ გარემოში ნამდვილად შეიძლება პრობლემების დავიწყება და ცოტა ხნით მაინც სტრესული გარემოსგან თავის დაღწევა.

0 კომენტარი:
Post a Comment