hi

Loading...

Monday, December 8, 2014

RESIDENCE MALDIVES – ულამაზესი ოტელი მალდივის კუნძულზე

სასტუმრო Residence Maldives — იდეალური თავშესაფარია მათთვის, ვისაც ყოველდღიური რუტინისგან დამალვა და სტრესული გარემოსგან თავის დაღწევა სურს.
ულამაზესი კუნძულის სიგრძე, სადაც ოტელია განლაგებული, 1 კილომეტრია, სიგანე კი მაქსიმალურ წერტილში მხოლოდ 120 მეტრს აღწევს. Residence Maldives-ში სტუმრებს არჩევანს სთავაზობენ კუნძულის ბუნგალოებსა და წყალზე განლაგებულ ქოხებს შორის.
1კუნძულზე განლაგებული სასტუმრო The Leading Hotels of The World-ის ქსელს ეკუთვნის.
კუნძულისა და სასტუმრო კომპლექსის სილამაზე და ფუფუნება ნამდვილად შეუდარებელია. ოტელ Residence Maldives-ში 94 ვილა შედის, რომელთა ელეგანტური ექსტერიერი და ინტერიერი ჰარმონიულად ეხამება ტრადიციულ მალდივურ არქიტექტურას. კუნძულზე არის რამდენიმე სპა სალონი, ბარი და რესტორანი, რომელთაგანაც ზოგიერთი პირდაპირ პლაჟზეა განლაგებული. 
2
სასტუმროს ნომრებში თანამედროვე ავეჯი ადგილობრივი არტეფაქტების ასლებთან და ხელოვნების ნიმუშებთან არის შეხამებული. ჩალის სახურავები, ნატურალური მოსაპირკეთებელი მასალები და ეთნიკური დეკორი კი გარემოს კიდევ უფრო მეტ მომხიბლაობას სძენს.
34567891011121314151617

0 კომენტარი:

Post a Comment