არქიტექტურულმა სტუდიებმა La Kaza და Meridith Baer Home თანამედროვე კერძო რეზიდენციის ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს.
რეზიდენცია ლოს ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) შემაღლებულ ადგილასაა განლაგებული და მისი ფანჯრებიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
კერძო რეზიდენცია გამოირჩევა მოდური ინტერიერით, სადაც არაა არაფერი ზედმეტი, გამომწვევი ან უგემოვნო.
ინტერიერის დიზაინში უხვადაა გამოყენებული მწვანე ელემენტები – ვერტიკალური მწვანე კედლები, კონტეინერებში მოთავსებული მცენარეები, მწვანე იატაკი და სხვ.
რეზიდენცია ე.წ. ყოჩაღი სახლების კატეგორიას განეკუთვნება – მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით მთელი სახლის მართვაა შესაძლებელი.
დაათვალიერეთ კიდევ ფოტოები ;)
Posted in:
0 კომენტარი:
Post a Comment