ქალაქ პარატიში (რიო დე ჟანეიროს შტატი, ბრაზილია) ოკეანის სანაპიროზე ულამაზესი სახლი დგას, რომელიც არქიტექტორმა მარსიო კოგანმა (Marcio Kogan) დააპროექტა.
სახლის პირველ სართულზე არის მოზრდილი ჰოლი, სამზარეულო და მისაღები ოთახები. უზარმაზარი ფანჯარა სახლის მფლობელებს და სტუმრებს ოკეანის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს.
სახლის უკანა მხარე პირდაპირ კლდეს ემიჯნება – აქ მოწყობილია ლამაზი, ჩრდილიანი და მყუდრო შიდა ეზოები.
ფართო ტერასა მთელ სახურავს იკავებს. ამჟამად მას პანორანული მოედნის ფუნქციით იყენებენ, თუმცა მომავალში ტერასაზე ბაღის გაშენება იგეგმება.
მთლიანობაში სახლის ფართი 840 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
დაათვალიერეთ ამ არაჩვეულებრივი სახლის სხვა ფოტოები:






0 კომენტარი:
Post a Comment