სასტუმრო მათთვის, ვისაც სტანდარტულ პირობებში ცხოვრება მობეზრდა და რაღაც ახლის ნახვა სურს. პატარა სასტუმროს ბოლივიაში „რაღაც ახლის“ შეთავაზება ნამდვილად შეუძლია – ის ხომ მთლიანად წმინდა მარილისგან არის გაკეთებული.
ეს ოტელი მსოფლიოში ყველაზე დიდ მარილიან ტბასთან – უიუნისთან მდებარეობს. აქ მთელი მსოფლიოდან ათობით ათასი ტურისტი ჩადის და ბევრი სწორედ მარილის სასტუმროში ღამის გათევას ირჩევს.
სასტუმრო მარილის ბლოკებისგანაა აგებული, რომლებიც მყარად არის შეწებებული წყლისა და მარილის ხსნარით. მარილისაა არა მხოლოდ კედლები, არამედ ყველაფერი სხვაც: საწოლები, მაგიდები, სკამები, ტუალეტებიც კი.
ადგილობრივი გიდი პედრო მიჩელ როხა, რომელიც სასტუმროს მენეჯმენტთან თანამშრომლობს, ყვება, რომ ზოგიერთი სტუმარი საგნებს გემოსაც კი უსინჯავს.
„მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ნამდვილად მარილისგან არის დამზადებული. როგორ მიყვარს აქ პირველად ჩამოსულ ადამიანებზე დაკვირვება…“ – ამბობს პედრო.
ამ საოცარ სასტუმროში ღამის გათევა ორ ადამიანს 126 დოლარი დაუჯდება. ნომრის ღირებულებაში შედის კვებაც. მენიუში მხოლოდ ბოლივიური სამზარეულოს კერძებია შეტანილი.
ტრადიციული ბოლივიური კერძი „სილპანჩო“:
0 კომენტარი:
Post a Comment