ეს ლამაზი ინსტალაცია ჩეშირის საგრაფოში (ინგლისი) – თათონ-პარკშია დამონტაჟებული. კონსტრუქციის ავტორი ფრანგი მხატვარი ოლივიე გროსეტეტია (Olivier Grossetêt).
ინსტალაცია პარკის იაპონურ ბაღში მდებარეობს და Pont de Singe (მაიმუნების ხიდი) ჰქვია.
“ტბაზე მოფარფატე ხიდი” სამ უზარმაზარ თეთრ საჰაერო ბურთზეა დამაგრებული. კონსტრუქცია ძალიან მყიფეა, ამიტომ ხიდზე ასვლა აკრძალულია. ამასთან, ხიდი შუა ტბაშია ჩადგმული, რომ პარკში მოსულ სტუმრებს მასზე გასეირნების სურვილი არ გაუჩნდეთ.
ჰელიუმით სავსე ბურთებზე დამაგრებული ხიდების იდეაზე მუშაობა ოლივიე გროსეტეტმა 2007 წელს დაიწყო. ექსპერიმენტი საფრანგეთში განხორციელდა, თუმცა გროსეტეტის პირველი ინსტალაცია არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორც თათონ-პარკის საჰაერო ხიდის პროექტი. “მაიმუნების ხიდი” ბევრად უფრო დახვეწილი და საინტერესო გამოდგა. ზოგადად თათონ-პარკი ცნობილია თავისი ინიციატივებით. აქ ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა საინტერესო ფესტივალი, რომელთაგანაც ყველაზე გამორჩეული ყვავილების შოუა. შოუზე დასასწრებად და ყვავილების შესაძენად ჩეშირში უამრავი ქვეყნიდან ჩასული ტურისტები იყრიან თავს.
თათონ-პარკის წლევანდელი ყვავილების შოუ 25-28 ივლისს გაიმართება.
დაათვალიერეთ თათონ-პარკის ყვავილების შოუსა და მაიმუნების ხიდის სხვა ფოტოები ჩვენს გალერეაში.
About
0 კომენტარი:
Post a Comment