ამ პოსტში, რომელსაც სამ ნაწილად გთავაზობთ, გვინდა გაჩვენოთ ევროპის ყველაზე რომანტიკული სასტუმროები, სადაც არაჩვეულებრივად წყნარ და რომანტიკულ სიტუაციაში დასვენება შეგიძლიათ.
სასტუმროები სხვადასხვა ტიპისა და კლასისაა – პატარა რომანტიკული ქოხებიდან თანამედროვე ევროპულ ოტელებამდე, თუმცა, სიმყუდროვე და ლამაზი ატმოსფერო ყველასთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი.
პირველი ჩვენს სიაში არის სასტუმრო Scarlet (ქორნუოლი, გაერთიანებული სამეფო).
სასტუმრო Scarlet განლაგებულია ჩრდილოეთ ქორნუოლის სანაპიროზე და სტუმრებს ულამაზეს გარემოში წყნარ დასვენებას სთავაზობს.
აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებლების სიმშვიდე არ დაირღვეს. სასტუმრო განკუთვნილია მხოლოდ უფროსებისთვის, ასე რომ ბავშვების წაყვანა გამორიცხულია.
Scarlet–ში დასვენებისას შეიძლება ისარგებლოთ სასტუმროს ბიბლიოთეკით, ისეირნოთ ულამაზეს ბაღებში და არაჩვეულებრივ ჯაკუზიშიც ინებივროთ.
ნომრის საშუალო ფასი: 210 ფუნტი სტერლინგი.
ჩვენი რომანტიკული სასტუმროების სიაში მეორე ადგილზე ბრიუგეში მდებარე სასტუმრო Relais Bourgondisch Cruyc (ბელგია).
ხის ფასადები, კონუსისებური სახურავები… ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული და უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, ზღაპრული სასტუმრო შუასაუკუნეების დროინდელ ქალაქში. სასტუმროს არაჩვეულებრივად ლამაზი, მყუდრო ინტერიერი აქვს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან ყურადღებიანი (მაგრამ არა მომაბეზრებელი) პერსონალი ყავს.
ნომრის ფასები აქ 182 ევროდან იწყება.
Le Prieure du Chateau de Biron, დორდონი, საფრანგეთი
ეს სასტუმრო ძველი საფრანგეთის მთელი დიდებულებისა და ფუფუნების განსახიერებაა. მომსახურების პირობებში შედის არაჩვეულებრივი საუზმე ნომერში. თავად ნომრები საკმაოდ უბრალოდაა მოწყობილი, თუმცა, მათში სრული თანამედროვე კომფორტია. სასტუმრო სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის სოფელ ბირონის პირდაპირ მდებარე, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ციხე-სიმაგრეშია მოწყობილია. ციხე-სიმაგრე დაახლოებით 500 წლის წინაა აშენებული და ის, თურმე, თავიდან მონასტერი იყო.
ნომრების საშუალო ფასი 214 ევროა.
0 კომენტარი:
Post a Comment