ორდოსში (ავტონომიური რეგიონი შიდა მონღოლეთი, ჩინეთი) გაიხსნა ახალი მუზეუმი, რომელიც პეკინურმა სტუდიამ MAD architects-მა დააპროექტა.
ნიჟარის ფორმის მუზეუმის უნიკალური არქიტექტურის შენობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. უდაბნოში, პატარა გორაკზე აგებული მუზეუმი გარედან ლითონის სარტყელებით არის დაფარული. ტალღისებური ზედაპირი მას ამინდის ცვალებადობისგან იცავს, ხოლო ბუნებრივი ვენტილაცია „ნიჟარის“ სარტყელებს შორის დატოვებული ცარიელი სივრცით არის უზრუნველყოფილი.
ფასადის მეორე საინტერესო დეტალი შუშის სახურავია, რომელიც დეკორატიული მოსაზრებების გარდა, პრაქტიკულ დატვირთვასაც ატარებს და შენობას ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს.
ორდოსის მუზეუმის მშენებლობა ქალაქის მუნიციპალიტეტმა MAD architects-ს 2005 წელს დაუკვეთა და მშენებლობის მთელი პროცესიც დააფინანსა.
0 კომენტარი:
Post a Comment