სასტუმრო Hacienda de San Rafael, სევილია, ესპანეთი
XVIII საუკუნეში აშენებული ეს ოტელი ქალაქ სევილიასა და ხერესს შორის, სოფლურ გარემოშია განლაგებული. როგორც დამსვენებლები ამბობენ, აქედან მზის ჩასვლის ცქერას არაფერი სჯობს.
საუზმისა და ვახშმის მირთმევა ღია ცის ქვეშ, სასტუმროს შიდა ეზოში, რომანტიკულ რესტორანში შეიძლება, დანარჩენი დრო კი სამიდან ერთ-ერთ ულამაზეს აუზში ნებივრობას შეგიძლიათ დაუთმოთ.
სასტუმრო Locanda San Vigilio, ტბა გარდა, იტალია
ეს ლამაზი ვილა იტალიის ყველაზე დიდ ტბასთან მდებარეობს.
დასასვენებელი კომპლექსი The Village at Lyons, ირლანდია
The Village at Lyons არის უნიკალური კომპლექსი რესტორნებითა და მაღაზიებით. მისი ინტერიერი XVII საუკუნის სტილშია გაკეთებული.
აქ დასვენება საინტერესო და სასიამოვნო იქნება მტრედების მოყვერულებისთვის, რადგან კომპლექსში უზარმაზარი სამტრედეც შედის.
სასტუმროში ხშირად იმართება სხვადასხვა წვეულება. სოფლის პეიზაჟები და ძველებური შენობები სტრესით სავსე რეალობისგან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა.
0 კომენტარი:
Post a Comment